"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
ჟურნალისტები ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ, რათა არ მოხდეს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლა ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა.
კამპანიის მიზანია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალების მოტივირება რათა მათ არჩევნეში მონაწილეობა მიიღონ როგორც კანდიდატებმა. დღესვე, ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საფუძველი ჩაეყარა „თანასწორობის ხეივანს“. დეპუტატებმა, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებმა 50 ხე დარგეს, რაც სიმბოლურად ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს უკავშირდება.