Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გუგული მაღრაძემ ეროვნული უმცირესობების შესახებ ისაუბრა

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-04-10

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ეროვნული უმცირესობების საკითხზე სიტყვით გამოვიდა.


გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში იმ ეროვნული უმცირესობების უფლებებზე ისაუბრა, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ევროპაში.


მან აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ავტონომიებს, როგორც ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობის დაცვის საუკეთსო საშუალებას, მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, თუ რა კონკრეტული საფრთხეების მომტანია ავტონომიების შექმნა.


გუგული მაღრაძემ მაგალითად დაასახელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.


"საქართველო ყოველთვის ითვალისწინებდა ეროვნული უმცირესობის ინტერესებს - იყო ეს კულტურული ტრადიციების დაცვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება თუ სხვა საკითხები. ამის მიუხედავად, 1991 წელს რუსეთმა არსებული ავტონომიების სტატუსი, კავკასიაში ომის დასაწყებად გამოიყენა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


მისივე თქმით, ამის თვალნათელ მაგალითს დღეს უკვე ყირიმი წარმოადგენს. ქართველი პარლამენტარი გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენდერული თანასწორობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

წყარო 

ტეგები: ევროსაბჭო ეროვნული უმცირესობები ავტონომიები საპარლამენტო ასამბლეა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker