Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით

ქეთი ნოზაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-11-29

2013 წლის 25 ნოემბერს, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა "ერთი ფანჯრის პრინციპით". შეხვედრის მიზანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცოვრები  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მწვავე პრობლემების გადაწყვეტა.


 
საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები,   და ბენეფიციარები, რომლებიც თავად წარადგენდნენ პრობლემურ საკითხებს.


 
განხილულ იქნა 7 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  საკითხი იყო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება მოსახლეობისა და შესაბამისი სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით.
 
 
 
შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია ალექსანდრე რუსეცკიმ. მან შესთავაზა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს რომ დაინტერესების შემთხვევებში კონსულტაციას გაუწევს მათ, როგორ დაგეგმონ და განახორციელელონ ცვლილებები სწორად. მან ასევე წამოჭრა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობა მეტად იყოს ინფორმირებული მათი მომსახურების შესახებ.


 
ზოგიერთი შემთხვევა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდა და მისი მოგვარება რამდენიმე უწყების კომპეტენციის ფარგლებშია შესაძლებელი.  ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რომელ სამინისტროს ან მომსახურებას უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული შემთხვევების გარდა გამოიკვეთა სხვა თემებიც, კერძოდ, მოსახლეობის ინფორმირების საკითხი.

 

"ერთი ფანჯრის პრინციპის" საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ,,ტასოსთან'' თანამშრომლობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
 
წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ერთი ფანჯრის პრინციპი ქალები თანასწორობა მშვიდობა განვითარება გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker