Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ქალი მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2013-11-27

მარინა ყარმაზანაშვილი სიღარიბის მიღმა მყოფი მარტოხელა დედაა. მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამსახური. დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქუჩაში დარჩენილმა რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე დადგა ფიცრული ნაგებობა და ვაგონი. ამის გამო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვოდ განთავსებული ფიცრული ნაგებობის დემონტაჟი მოსთხოვა და ათი ათასი ლარის ოდენობით დააკისრა ჯარიმა. მარინა მძიმე სოციალურ პირობების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. თავშესაფრის დემონტაჟის შემთხვევაში კი ქუჩაში აღმოჩნდება.

მან დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. როგორც “ადამიანის უფლებათა სახლში” ამბობენ, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები არ ასრულებენ ვალდებულებას, თავშესაფრით უზრუნველყონ უსახლკარო მოქალაქეები. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როცა უსახლკაროები თავშესაფარს საკუთარი სახსრებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ქმნიან და ამ გზით დამატებით კონფლიქტში შედიან სახელმწიფოსთან. ასეთ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები რეპრესიული, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას და უსახლკარო მოქალაქეს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიიდან აძევებენ.

“კონსტიტუციის 42 მუხლის” იურისტის ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, სახელმწიფო მოხელეები თავიანთ ვალდებულებას მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ არ ასრულებენ, ამ დროს კი ჯარიმების დარიცხვის დროს თავისუფლები არიან და მოქალაქის მდგომარეობას არ ითვალისწინებენ.

“ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქის მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეფასდეს. ლეგიტიმური უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო ისე სასამართლო. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვმუშაობთ, საქმე სააპელაციო სასამართლოშია. იმედი გვაქვს, რომ საპელაციო ან უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს წარმატებით დავასრულებთ, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ მოქმედი კანონმდებლობის გათვალსიწინებით ვაკეთებთ ანალიზს“ - ამბობს ლეგაშვილი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აგრძელებს პროექტს “უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის”. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურებია აღწერილი.


“სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, უსახლკარო პირს წარმოადგენს “მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო.”

ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია უსახლკარო პირები თავშესაფრით უზრუნველყოს და აწარმოოს თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაცია.

იმისათვის, რომ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, უსახლკარო მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს (მერია, გამგეობა). ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, 5 დღის განმავლობაში განცხადება გადაუგზავნოს სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში განიხილოს განცხადება და დააკმაყოფილოს, ან მოქალაქეს უარი უთხრას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილსის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი "საფარი"; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი -კავკასია; მედიის ინსტიტუტი.

წყარო 

ტეგები: ჯარიმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი მერია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker