Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა დარჩენილი უსახლკაროები

სოფო აფციაური
კატეგორია: მოვლენები 
2013-11-15

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

უსახლკაროთა სამი კატეგორია არსებობს: ქუჩაში მცხოვრებნი, ვისაც არსად დასარჩენი არ აქვს; მეორე სეგმენტი, რომლებიც ქირით ან ნათესავთან ცხოვრობენ; და ვინც იპოთეკის შედეგად სახლის გარეშე დარჩა.

სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კონკრეტულად ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების აღრიცხვა და მათთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ევალება.

“ლიბერალი” დაინტერესდა, როგორ გეგმავს საკრებულო და თბილისის მერია უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველყოფას. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ სიცივეების მოახლოებასთან ერთად ქუჩაში ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკები იზრდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას თქმით, საკრებულო ქუჩაში მცხოვრებთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხების გამოყოფაზე მერიასთან კონსულტაციები ჰქონდათ. თუმცა, კონკრეტულად რას გააკეთებს მიმდინარე წლის ზამთარში საკრებულო უსახლკაროთა დასახმარებლად, გაურკვეველია.

“აქამდე მსგავსი საკითხების გადაწყვეტაზე უცხოური დონორები მუშაობდნენ, თუმცა ახლა გეგმაში გვაქვს, რომ ქუჩაში მცხოვრებთა თავშესაფრებისთვის თავად ქართულმა მხარემ იზრუნოს”.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით შესაძლებელია მერიამ ისევ დროებითი თავშესაფრები გახსნას.

“შარშან, ზამთარში როგორც იცით, ქუჩაში მცხოვრები უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფარი გაიხსნა, სადაც საკვების მიღება და დარჩენა შეეძლოთ. ჯერჯერობით ზამთარი არ დაწყებულა, შესაბამისად ახლანდელ გეგმებზე ვერ ვისაუბრეთ. შესაძლოა მერიამ ისევ დროებითი თავშესაფრები გახნას და პრობლემა ამით მოგვარდეს”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.


თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის თქმით, ქუჩაში მცხოვრებთა სტატისტიკა არ არსებობს, სახელმწიფოს კი უსახლკაროთა დასახმარებლად ერთიანი პოლიტიკა შემუშავებული არ აქვს.

“მართალია, საკრებულო და მერია განწყობილია, რომ ახლო მომავალში ქუჩაში მცხოვრებთა პრობლემის გადასაწყვეტად პოლიტიკა შეიმუშაოს, ამის შესახებ კონსულტაციებიც მიმდინარეობს, მაგრამ ამ ზამთარს რეალურად ბევრ ადამიანს გაუჭირდება. შარშანდელივით ერთჯერადად თავშესაფრების გაკეთება საკითხს ვერ მოაგვარებს”, - ამბობს გულიკო ზუმბაძე.

საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშშიცაა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა.

ძირითადი პრობლემა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა, რაც ომბუდსმენის თქმით, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს.


სახალხო დამცველისთვის თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით 7 657 ოჯახმა მიმართა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას.

წყარო 

ტეგები: უსახლკაროთა პრობლემები სოციალური დახმარება თავშესაფარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker