Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა

ქეთევან ღვედაშვილი
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-11-15

სხვადასხვა ინსტიტუტისადმი ეთნიკური უმცირესობების ნდობა შედეგების მიხდევით საშუალოზე მაღალია. ჯარის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 5-ბალიან სკალაზე  საშუალო ქულა 4,23 დაფიქსირდა. ხოლო ყველაზე დაბალი - 3,02 ქულა - პოლიტიკური პარტიების მიმართ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ განხორციელებულ კვლევის ანგარიშშია აღნიშნული. იგი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება.

ნდობის მაჩვენებლით მეორე ადგილზე რელიგიური ინსტიტუტებია 4,22 ქულით, ხოლო მესამეზე - პოლიცია 4,18 ქულით. შემდეგ მოდის განათლების დაწესებულებები და პრეზიდენტი.

სახალხო დამცველისადმი ნდობა კი, საშუალოდ, 3,22 ქულითაა შეფასებული. პრემიერისა და მთავრობისადმი ნდობა 3,72 და 3,69 ქულითაა შეფასებული. სასამართლოსა და პარლამენტისადმი კი - 3,64 და 3,62 ქულით.

კვლევა ასევე მოიცავს სასამართლოსადმი ეთნიკური უმცირესობების განწყობას და მათი ინფომირებულობის საკითხს.


3-ბალიან სკალაზე, სადაც 3 ინფორმირებულობას ნიშნავს და 1 - არაინფორმირებულობას, ქვემო ქართლის რესპონდენტების უფრო დიდი ნაწილი (2,16) მიიჩნევს, რომ საკუთარი უფლებების შესახებ ნაკლებად ინფორმირებულები არიან, ვიდრე სამცხე-ჯავახეთის (2,36) და კახეთის(2,31) რესპონდენტები.

"ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის არაინფორმირებულობის ერთ-ერთი ფაქტორი ინტეგრაციის დაბალი ხარისხია, რასაც კვლევაში მიღებული შედეგები ადასტურებს - ყველაზე ნაკლებად რესპონდენტები სხვა რეგიონებში და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ არიან ინფორმირებულები. თავის მხრივ, ინტეგრაციის დაბალი ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი სახელმწიფო ენის არცოდნაა", - აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს, თუ რამდენად აქვს საზოგადოებას სამართლიანობის განცდა. როგორც შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას და მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სამართლიანად ექცევა. მხოლოდ 1,4% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მისი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ უსამართლოა.

ამის მიუხედავად, გამოკითხულთა მეხუთედი მიიჩნევს, რომ სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყევტაზე უფრო მეტად ხელი ეთნიკურად ქართველებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს მიუწვდებათ. რესპონდენტთა ამ ჯგუფების სასამართლოს მიმართ ნდობა შედარებით დაბალია.

გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ბოლო 6 თვის განმავლობაში გაუმჯობესდა; 32% მიიჩნევს, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ხოლო 3% ფიქრობს, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

გამოკითხულთა 17%-მა არ იცის, სად შეიძლება იურიდიული მომსახურების მიღება.

გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება სოციალურ საკითხებში სჭირდება; 27%-ს კი არ შეუძლია პასუხი გასცეს კითხვას, რა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებში სჭირდებათ დახმარება.

"ისეთ საკითხებში, როგორიცაა: განქორწინება, უძრავი ქონების საკითხები, შრომითი ხასიათის დავები და ა.შ., მხოლოდ მცირე რაოდენობამ (5%) დაასახელა იმ საკითხებად, რაშიც იურიდიული დახმარება სჭირდებათ".

ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები განსაკუთრებით აზერბაიჯანული თემით დასახლებულ რეგიონებში გამოიკვეთა. როგორც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქალი აზერბაიჯანულ სოფლებში უუფლებოა, მისთვის ძალიან რთულია საკუთარი უფლებების დაცვა, რადგან მას მშობლების ან მეუღლის ოჯახი მუდმივად აკონტროლებს.

ანგარიშის თანახმად, გამოკითხულებმა ნაკლებად იციან, რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრვი აქტი. მათ შორის, ვისაც მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბოლო 12 თვის მანძილზე (103 რესპონდენტი) მათმა 16%-მა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ამ აქტის გასაჩივრება შეიძლებოდა, 3%-მა კი არ იცოდა, როგორ გაესაჩივრებინა.

"ინფორმირებულობის აღწერილი ხარისხი და ენის არცოდნა განაპირობებს იმას, რომ მოქალაქეები, განსაკუთრებით აზერბაიჯანული თემით დასახლებულ რეგიონებში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისთვის, არცთუ იშვათად, ადგილობრივ თემში მცხოვრებ შუამავლებს იყენებენ, რომელთაც იციან სახელმწიფო ენა და მომსახურებაში საფასურსაც ითხოვენ".

კვლევა 2013 წლის ივლისში საქართველოს 3 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ქვემო ქართლში (460), სამცხე-ჯავახეთში (390) და კახეთში (150) სულ 1000 რესპონდენტი გამოიკითხა. მათი 46% სომეხი, 43% აზერბაიჯანელი, 11% კი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. რესპონდენტთა 56,3% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, 43,7% კი - მამრობითი.

გამოკითხულთა საშუალო ასაკი 41 წელია. მათი 19% დაუსაქმებელია, 21% - დასაქმებული, 58% კი - თვითდასაქმებული.

 

წყარო 

ტეგები: სიდა კვლევა საქართველო ეროვნული უმცირესობები მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker