Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გამოფენა „ომის ხიბლი“

კატეგორია: განცხადებები 
2013-11-12

14 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სირიელი მხატვრის აბდალა ომარის გამოფენა „ომის ხიბლი“ გაიხსნება. გამოფენაზე, ნახატებთან ერთად, ინსტალაციები იქნება წარმოდგენილი.



”კონფლიქტების დროს ბავშვები ხშრად სიბნელეში, მედიისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრს მიღმა რჩებიან. მათი სუსტი ხმა ვერ წვდება ჩვენს სმენას, უცხოა აღსაქმელად. პატარებს არ აინტერესებთ უფროსების თამაში სახელად „ომები“, მათ თავიანთი მხიარული, ბავშვური თამაშები სურთ” - ამბობს მხატვარი ომარ აბდალა.



სირიელი მხატვარი და რეჟისორი ომარ აბდალა 1986 წელს დამასკოში დაიბადა. 2009 წელს ომარმა ერთდროულად დაამთავრა ადჰამ ისმაილის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი და დამასკოს უნივერსიტეტი, სადაც მიიღო სამეცნიერო ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში.

სწავლის დროს ომარი თავადაც ქმნიდა ფილმებს, ასევე, მონაწილეობდა ანიმაციურ ფილმებში, სერიალებსა და ვიდეოარტებში. მათ შორისაა სირიელი რეჟისორის მვაფაქ კატის ფილმი „მეთერთმეტე მცნება“. 2010 წელს ომარ აბდალას ნამუშევრები წარდგენილი იყო დამასკოს კინოს საერთაშორისო ფესტივალზე.


სწავლის დამთავრების შემდეგ ომარ აბდალა მონაწილეობდა არაერთ გამოფენაში, აუქციონსა და ფესტივალში სირიაში, ლიბანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, გერმანიაში, პოლონეთში და სხვ.

„ემოციით სავსე“, ასე ეწოდება მხატვრის მიერ ზეთში შესრულებულ კომპოზიციებს, სადაც ასახულია რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამავდროულად, მხატვრული ხერხებისა და რეალისტური გამოსახულების საშუალებით შენარჩუნებულია სიღრმისეული სილამაზე.

გამოფენა 19 ნომებრამდე გაგრძელდება.

 

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა კონფლიქტები ბავშვები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker