Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ ცხოვრობენ აგვისტოს ომის დევნილები 5 წლის შემდეგ

კატეგორია: დევნილები 
2013-08-08

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოქალაქეების ნაწილი უკვე მესამე წელია გორში დევნილთა ,,ვერხვების“ დასახლებაში ცხოვრობს. აქ სულ 300 კოტეჯია. როგორც დევნილები ამბობენ, კოტეჯების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. მათი თქმით, მშენებლობისთვის ადგილი არასწორად შეარჩიეს, რადგან აქ ე.წ. მცოცავი ნიადაგია.
 
,,ვერხვების“ დასახლებაში მცხოვრები მარინა მაისურაძე News.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ტერიტორია ყოფილი სამხედრო-სატანკო ნაწილი იყო. აქ არსებული ღრმულები მიწით ამოავსეს და ზედ კოტეჯები დადგეს. მათი საძირკველი კი გამაგრებული არაა.
 
როგორც დევნილები ამბობენ, კოტჯების კედლები სველდება და ობდება, ეს კი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამას გარდა, მათი თქმით, სახლები ცუდადაა გადახურული და ხშირად წვიმის დროს წყალი ჩადის.
 
დევნილების აზრით, თუ კოტეჯებს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდება, მომავალში მათი უმრავლესობა რეაბილიტაციას აღარ დაექვემდებარება, დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი გახდება.
 
დევნილები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. მათი თქმით, დევნილებისთვის განკუთვნილი 28-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა. ისინი ამბობენ, რომ მთავრობისგან უყურადღებოდ არიან მიტოვებულები.
 
აქ მცხოვრებლებმა დასახლების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები თვითნებურად მოიზომეს და ბოსტნეული მოჰყავთ, გააშენეს ხეხილიც. თუმცა ამბობენ, რომ მიწა უნაყოფოა და კარგი მოსავალიც არ მოდის. დევნილებს სურთ, ეს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაშ გადაეცეთ.
 
როგორც მარინა მაისურაძემ News.ge-ს უთხრა, მოსახლეობის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ მომხდარა და კარგი იქნება, თუ დევნილთა დასახლებებში ერთი ფსიქოლოგი იქნება.
 
დევნილების დასახლებაში აშენებულია საბავშო ბაღი, თუმცა ის ჯერ არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება სკოლას, აქ მცხოვრებლების თქმით, ბავშვებს სკოლაში სიარული მოშორებით უწევთ.


წყარო 

ტეგები: დევნილები საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker