Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უსმინე

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2013-06-27

ახალგაზრდა ირანელი ფოტოგრაფი ქალის ნევშა თავაქოლიანის პროექტი „უსმინე” (LISTEN) 2010 წელს არის გადაღებული.
 

პროექტი ეძღვნება ირანელ მომღერალ ქალებს, რომლებსაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიღებული კანონის თანახმად, ეკრძალებათ სიმღერა და საკუთარი ჩანაწერებით კომპაქტდისკის გამოშვება.
 

ნევშა თავაქოლიანმა პროექტისთვის „უსმინე” პროფესიონალი მომღერალი ქალების პორტრეტების სერია გადაიღო. ეს ის მომღერლები არიან, რომლებიც ოცნებობდნენ დიდი აუდიტორიის წინაშე წარმსდგარიყვნენ. თუმცა ირანში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ და სწორედ ამიტომ, დიდ სცენაზე გამოსვლის მაგივრად, თეირანის ცენტრში მდებარე ერთ პატარა სტუდიურ სივრცეში შეუძლიათ მხოლოდ სიმღერა.
 

„ჩემთვის ქალების ხმა ის ძალაა, რომელსაც თუ ჩაახშობ, საზოგადოებაში დისბალანსს და ყველაფრის დეფორმაციას გამოიწვევ, განმარტავს ფოტოგრაფი ნევსა თავაქოლინი. პროექტი „უსმინე” ამ დადუმებული ქალების ხმების ექოა. ჩემი კამერის მეშვეობით მე შესაძლებლობა მივეცი ირანელ მომღერალ ქალებს წარმოეჩინათ თავი, თუმცა მსოფლიოს მათი ხმა არასოდეს გაუგია.”
 

მომღერალი ქალების პორტრეტების სერიის პარალელურად, ნევშა თავაქოლიანმა თითოეული მომღერალი ქალისთვის საოცნებო, წარმოსახვითი კომპაქტდისკის გარეკანიც შექმნა, თუმცა კი კომპაქტდისკის ბუდე ცარიელი დარჩა, რადგან მოქმედი კანონების თანახმად, ქალების საჯაროდ სიმღერის გარდა, საკუთარი ჩანაწერებით დისკის გამოშვებაც ეკრძალებათ ირანში.
 

პროექტი „უსმინე” 2013 წლის თბილისის ფოტოფესტივლის გამოფენის „ტრანსგრესია: მამაკაცის მომავალი...” ნაწილი იყო და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გამოფინა ფესტივალის ფარგლებში.


წყარო 

ტეგები: ქალთა უფლებები ირანი ფოტოპროექტი ნევშა თავაქოლიანი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker