Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შშმ ბავშვების მშობლები პეტიციას ავრცელებენ

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2013-06-25

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები პეტიციას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას სხვადასხვა კონკრეტული თხოვნით მიმართავენ.
 
მათი მოთხოვნით, პარლამენტმა ,,სოციალური დაცვის ლიგის’’ მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს შემუშავებული ,,შშმ ბავშვთა და მათზე მზრუნველთა სოციალური დაცვის პაკეტის“ მოთხოვნები ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა ასახოს და დაიცვას შშმ ბავშვებზე აღებული ზრუნვის ვალდებულებები. 
 
კერძოდ, ეს მოთხოვნებია:
 
შშმ ბავშვებს მიეცეთ საარსებო მინიმუმის ოდენობით პენსია და მასზე დანამატები;
 
უმუშევარ მომვლელს (ოჯახის წევრს) დაენიშნოს ყოველთვიური დახმარება საარსებო მინიმუმის 60%-ის ოდენობით და ბავშვის მოვლის პერიოდი ჩაეთვალოს სამუშაო სტაჟში;
 
შშმ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ის უფასოდ უნდა ჩაერთოს ნებისმიერ სახელმწიფო პროგრამაში, იმის მიუხედავად მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია თუ არა;
 
დაიხვეწოს და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 18 წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში;
 
შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნენ უფასო სარეაბილიტაციო და ტექნიკური საშუალებებით. ამ მიზნით ჩამოყალიბდეს შესაბამისი ქსელი; 


შშმ ბავშვს მიეცეს კლასიფიცირებული სამედიცინო დაზღვევა მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო მთხოვნების გათვალისწინებით, რომელშიც ჩართული იქნება გადაუდებელი ფარმაცვეტული პრეპარატები და კვების რაციონი;


მარტოხელა შშმ პირს სახელწიფო ფონდებიდან გამოეყოს შესაბამისი საცხოვრებელი ფართი ან ადგილი პროფილურ სოციალურ სახლში;


შშმ ბავშვის ოჯახს მიეცეს 50%-იანი შეღავათი საკომუნიკაციო და კუმუნალურ გადასახადებზე;


შშმ ბავშვს და მის თანმხლებ პირს მიეცეს უფასო გადაადგილების საშუალება მუნიციპალური (ყოველდღიური), სარკინიგზო (ყოველთვიური) და საჰაერო (სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიზნით) ტრანსპორტით გადაადგილებისას. შშმ ბავშვებისათვის უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი პირობები;


შშმ ბავშვზე და მის თანმხლებ პირზე გაიცეს საკურორტო სარეაბილიტაციო საგზური ან ვაუჩერი, მგზავრობის ხარჯების ჩათვლით. შესაბამის პერიოდში მხლებლისათვის გაიცეს და ანაზღაურდეს საავადმყოფო ფურცელი;


შშმ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს სპორტულ გამაჯანსაღებელი მომსახურებით და ადგილზე შეექმნას შესაბამისი პირობები;


ანაზღაურებადი საავადმყოფო ფურცელი გაიცეს შშმ ბავშვის ბინაზე მომვლელზე მისი ავადმყოფობის შემთხვევაში;


სახელმწიფო და საზოგადოებრივი ზედამხედველობით გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები ინკლუზიური სწავლების დონის ასამაღლებლად სწავლის ნებისმიერ საფეხურზე, შეიქმნას შესაბამისი პირობები;


შშმ ბავშვებისათვის დაწესდეს განსაკუთრებული, შეღავათიანი რეჟიმი სახელმწიფოს ხარჯზე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებისას. სახელმწმიფომ შექმნას შესაბამისი პირობები შშმ ბავშვისათვის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად;
შემუშავდეს და ამოქმედდეს შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის კლასიფიცირებული პროგრამები;


შრომითი უნარების მქონე შშმ ბავშვებისათვის 15 წლის ასაკიდან, საფეხურებრივ ჩატარდეს სოციალური და პროფესიული უნარების შეფასება ტესტირების ფორმით, მიეცეთ შესაბამისი პროფესიული განათლება და მოხდეს სამუშაო ადგილების სუბსიდირება. გაიცეს სამუშაო გრანტი თვითდასაქმებისათვის;


შშმ ბავშვების მშობლებს დაუწესდეს გონივრული საგადასახადო შეღავათები;
შშმ ბავშვის მარტოხელა მშობლის მეორე შვილს მოთხოვნის საფუძველზე მოეხსნას ან გადაუვადდეს სამხედრო ვალდებულება;


აღდგეს საქართველოს ,,შრომის კოდექსში’’ გაუქმებული 164-ე მუხლი, რითიც აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობის ან სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოლის მოტივებით, ხოლო მარტოხელა დედებისათვის - თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის (თვრამეტ წლამდე ასაკის შშმ ბავშვის ყოლის) გამო; 


აღნიშნული კატეგორიის ქალებისათვის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმისას ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს მათ უარი მიზეზები, ხოლო სამუშაოზე მიღების უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ასევე,  დაუშვებელია ორსული ქალებისა და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკაის ბავშვები ჰყავთ (მარტოხელა დედებისა თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვის ან თვრამეტ წლამდე შშმ ბავშვის ყოლისას) დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებულია სავალდებულო შრომითი მოწყობით.  შრომითი მოწყობის პერიოდში მათ უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან.


შშმ ბავშვის მარჩენალს მიეცეს უფლება, დასვენების დღეების გარდა, ისარგებლოს თვეში 4 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით, ადმინისტრაციასთან შეათანხმოს სამუშაოს შესრულების მცოცავი გრაფიკი;


შშმ ბავშვის მარჩენალს კუთვნილი ანაზღაურებადი და დამატებითი შვებულება ანაზღაურების გარეშე მიეცეს დაუყოვნებლივ;


შშმ პირებისათვის სახელმწიფომ ნებისიერი დაქვემდებარების ორგანიზაციაში დაადგინოს შემცირებული სამუშაო დრო (ანაზღაურების ნაწილობრივი სუბსიდირებით), სამუშაო ადგილების ქვოტირება 2%-ის ოდენობით და შრომის მისაღები პირობები;


აიკრძალოს წერილობითი თანხმობის გარეშე ღამის, მძიმე ან დამატებით სამუშაოზე შშმ პირის ან მისი მარჩენალის დასაქმება;


სამუშაო ადგილზებზე კონკურსების ჩატარებისას შშმ პირთათვის გამოიყოს სპეციალური ადგილები და ჩამოყალიბდეს სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;


შშმ ბავშვზე მზრუნველს 50 წლის შესრულების შემდეგ 15 წლის სამუშაო სტაჟის არსებობისას დაენიშნოს სპეციალური პენსია. ამავე დროს, ბავშვის მოვლის პერიოდი ჩაეთვალოს საერთო სტაჟში;


შშმ ბავშვზე მზრუნველთათვის შემუშავდეს და განხორციელდეს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა;


შშმ ბავშვს მიეცეს სხვა სპეციფიური სოციალური შეღავათები.
 
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს გაეროს 2006 წლის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის’’ რატიფიცირება“- წერია, შშმ ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

 

წყარო 

ტეგები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები პეტიცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker