Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალების მესამედი ძალადობის მსხვერპლია

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2013-06-21

”ფიზიკური და სექსუალური ძალადობა გლობალური ჯანდაცვის პრობლემაა, რომელიც ეხება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტ ქალს”- ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, მთელს მსოფლიოში ქალების 35% ხდება ძალადობის ობიექტი. ყველაზე ხშირ შემთხვევებში ისინი განიცდიან ძალადობას თავისი ინტიმური პარტნიორების მხრიდან - ამ ფორმის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ქალების 30% მთელს მსოფლიოში.


გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქალთა მკვლელობის 38% მათი ინტიმური პარტნიორების მიერ არის ჩადენილი, ხოლო 42%-ს მიღებული აქვთ ფიზიკური დაზიანებები.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, მარგეარეტ ჩანის(Margaret Chan) თქმით, აღნიშული მონაცემები მოწმობს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის ”ეპიდემიის” გავრცელების საშიშროებას.

”ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, მეტი გააკეთონ იმ ქალებისთვის რომლებიც, რომლებიც აწყდებიან ძალადობას.”- აცხადებს მარგარეტ ჩანი.

აღნიშნულ კვლევას შეიცავს ანგარიში - ”გლობალური და რეგიონალური შეფასება ქალთა ძალადობის მიმართ: ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობისა და სექსუალური ძალადობის გავლენა ჯანმრთელობაზე”. მოხსენება ერთობლივად მოამზადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგაზნიაციამ, ლონდონის ჰიგიენისა და ტროფიული მედიციანის სკოლამ და სამხრეთ აფრიკის სამედიცინო-საცდელმა საკონკუნსულტაციო ცენტრმა.


აღსანიშნავია, რომ ჩატარებული კვლევა არის ინტიმური პარტნიორებისა და სხვათა  მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის გლობალურ დონეზე სისტემატიურად გაანალიზების პირველი მცდელობა.

თარგმანი: პორტალი GINSC

წყარო 

ტეგები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქალთა მკვლელობა ძალადობა კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker