Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეხვედრა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

კატეგორია: დევნილები 
2013-04-29

2013 წლის 26 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა შეხვედრა გორის რაიონის სათემო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” და  ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრების მეთოდოლოგიის გაცნობა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ მონაწილეებს წარუდგინა მეთოდოლოგია და გაუზიარა წინა წლებში ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კარალეთის, ერგნეთის, შავშვების, ფხვენისის, ნიქოზის და ქვემო ხვითის სათემო ორგანიზაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიაწოდონ ქალთა საინფორმაციო ცენტრს პრობლემური შემთხვევები, რომელთა განხილვა მოხდება ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრებზე.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის - “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” - მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს ერთი ფანჯრის პრინციპის ფარგლებში რამდენიმე რეგიონში – თბილისი, მარნეული, თეთრიწყარო, გორი, ზუგდიდი, და სამტრედია. აღნიშნული მექანიზმი – „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება  საშუალებას იძლევა ადგილობრივ დონეზე  დევნილთა სოციალური, უფლებრივი და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები გადაიჭრას სწრაფად, კოორდინირებულად, ეფექტურად. პროექტი ხორცილედება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ფონდი ტასო და ქალთა საინფორმაციო ცენტრი. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს ნორვეგიის მთავრობა.

ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ თავსდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის პორტალზე – http://ginsc.net/main.php?option=fullnews&mode=0&cat=1325&stat=active&lang=ge.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი სათემო ორგანიზაციები საკონსულტაციო შეხვედრები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker