Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა ფორუმი თემაზე – ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება

თამარ კარელიძე
კატეგორია: დევნილები 
2013-04-16

სასტუმრო ამბასადორში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი გაიმართა. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - ამ თემაზე სასაუბროდ ისინი ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ფონდმა ტასომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოიწვიეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი გაეროს 1325 რეზოლუცია და ის სამოქმედო გეგმაც იყო, რომელიც სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით შემუშავდა. ის 2012-2015 წლებზეა გათვლილი.

პროექტი - ქალები თანასწორობისათვის მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში, 2010 წლიდან მოქმედებს. მისი ძირითადი ბენეფიციარები დევნილი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არიან. ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ფონდი ტასო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ახორციელებენ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს # 1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უფლებამოსილი წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" იქნებიან. ასევე როტაციის პრინციპით აირჩევა კიდევ ერთი ორგანიზაცია. ფორუმის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მაისის შეხვედრაზე ნიქოზიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის სხივიც" იქნება წარმოდგენილი.

წყარო:პორტალი GINSC

ტეგები: 1325 რეზოლუცია სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭო UN Women ქალთა საინფორმაციო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker