Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უფასო გასაგებია, მაგრამ ვის "აწყობს" ფასიანი საბავშვო ბაღები?

სალომე გოგოხია
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2013-01-24

მთავრობა საბავშვო ბაღების გადასახადის შესაძლო გაუქმების შესახებ ალაპარაკდა. გასულ კვირას უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარუდგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერიის მხრიდან ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. შექმნილი სიტუაცია ძალიან გავს მეფე სოლომონის განჩინებას, როდესაც მასთან მისული ორი ქალი ერთი ბავშვის დედობას იჩემებდა. მაშინ სოლომონის სიბრძნემ ნამდვილი დედა გამოავლინა, ახლა კი შესაძლოა, მხარეთა ქიშპობის გამო, ბავშვი დაზარალდეს.

ერთი სიტყვით, სახელმწიფო ბაღებზე გადასახადი გაუქმდება თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

მანამდე კარგი იქნება თუ მერიაც და პარლამენტიც იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ, რომელიც ბაღებს დიდი ხანია, რაც აწუხებთ.
როდესაც საქმე მომავალ თაობას, მათ აღზრდას, უსაფრთხოებას ეხება, სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ დაწესებულება, რომელშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვები დადიან, მომსახურების და უსაფრთხოების თვალსაზრისით უზრუნველყოს.
რამდენად მოდის გადასახადი მომსახურებასთან შესაბამისობაში, ეს სხვა საკითხია. თბილისში არსებული ბაღების გადასახადები 40-დან 80 ლარამდე მერყეობს. გადასახადის მიხედვით, განსხვავებულია ბაღის ინფრასტრუქტურა, კვება და ბავშვების რაოდენობა. პირველ რიგში, საჭიროა მოხდეს ბაღების განტვირთვა. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 30-დან 40-მდე მერყეობს. მათზე ერთი აღმზრდელი და მისი თანაშემწე მოდის. ძნელი მისახვედრა არ იქნება თუ რაოდენ რთულია ორი ადამაინსითვის ამხელა კონტიგენტთან გამკლავება, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვების უსაფრთხოებაზე. ამასთან, აღმზრდელები ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიას მიზერული ანაზღაურების საფასურად ასრულებენ.

საინტერესოა, სოციალურად დაუცველებისთვის საბავშვო ბაღების მომსახურება უფასო ვინც გახადა, რატომ არ მოაფიქრდა, რომ უკეთეს მდგომარეობაში არც დაბალი ანაზღაურების მქონე მშობლები არიან, რომელთათვის დაწესებული საფასურის გადახდა. მით უმეტეს თუ ოჯახიდან ბაღში ორი ან მეტი შვილი დადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება რეგიონებს, თბილისთან შედარებით გადასახადის მკვეთრი სხვაობა აშკარად თვალშისაცემია. მომსახურებაც თანხის შესაბამისია.

ნინო ჭილაურიშვილს 3 წლის მათე ყვარლის საბავშვო ბაღში დაჰყავს, სადაც თვიური გადასახადი 7 ლარს შეადგენს. მშობელი ბაღში არსებული პირობებით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით ჰიგიენის თვალსაზრისით:

"ბაღში წყალი არ აქვთ. შინიდან მიგვაქვს სველი ხელსაწმენდები, სადეზინფექციო ხსნარები. მართალია, 7 ლარია გადასახადი, მაგრამ ძალიან ბევრს ამ თანხის გადახდაც უჭირს," - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

სახელმწიფო ბაღებისთვის გადასახადის დაწესების პარალელურად, თბილისში არსებულმა კერძო საბავშვო ბაღების მეპატრონეებმა საფასური გაზარდეს. თუმცა, ჩვენთან საუბარში, მეპატრონეების უმრავლესობა აღიარებს, რომ ამ გზით, მათ ბავშვების რაოდენობა დაკარგეს.
კერძო ბაღების თვიური გადასახადი 250-დან 400 ლარამდე მერყეობს. თუმცა, აღსაზრდელების სიმრავლით არ გამოირჩევიან. ზოგან ბავშვების საერთო რაოდენობა ათს არ აჭარბებს.

კერძო ბაღი "სიმბა", დირექტორი ლალი გრძელიშვილი: "სახელმწიფო ბაღებში გადასახადის მატებამ ჩვენზეც იქონია გავლენა. მართალია, გადასახადი (250ლარი) იგივე დავტოვე, მაგრამ ბავშვების რაოდენობა პირიქით, შემცირდა. ჩემს ბაღს ეზო არ აქვს, გარკვეულ წილად ესეც გავლენას ახდენს მშობლის არჩევანზე, რადგან ეზოიან ბაღებს ამჯობინებენ."

კერძო ბაღი "ანო და ვანო", დირექტორი ლალი სურგულაძე: "ვინც თანხის გადამხდელია, ის თავისთავად კერძო ბაღს ირჩევს, რადგან აქ მეტი კომფორტი და ყურადღებაა. ბავშვის უსაფრთხოების მხრივ კერძო ბაღი გაცილებით მისაღებია. ვირუსებითაც ნაკლებად ავადდებიან. ჩვენთან სულ 10 ბავშვი დადის. ბაღში ოჯახური გარემოა, კარგი კვება. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ინგლისურს, რუსულს, მათემატიკას ვასწავლით."

სახელმწიფო ბაღებში გადასახადების შესაძლო გაუქმებას მშობლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი გაუქმების მომხრეა, ნაწილი პირიქით.

ნინი იაშვილი, მშობელი: "ნამდვილად მივესალმები გადასახადის გაუქმებას. ჩემი შვილი წერეთელზე მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დამყავს, სადაც თვეში 60 ლარს ვიხდი. ვერ ვიტყვი, რომ გადასახდის დაწესებით რამე შეიცვალა, როგორიც იყო უფასოს დროს, ზუსტად ისეთია. საფასურმა არც კვებაზე და ბაღის ინფრასტრუქტურაზე იქონია გავლენა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვების რაოდენობაზე. აჯობებს გადასახადი გააუქმონ, იმ ფულს ჩემს შვილს სხვაგვარად მოვახმარ."

ანა ბებია, მშობელი: "ჩემი შვილი კერძო ბაღში დამყავს, თვეში 250 ლარს ვიხდი. ნამდვილად არ მსურს ჩემი შვილი გადაჭედილ ჯგუფში ვატარო. აქ მშვიდად ვარ, რადგან ჯგუფში სულ 6 ბავშვია და სამი აღმზრდელი მეთვალყურეობს. თანაც ამ საფასურში შედის ხატვა, ინგლისურის, ცეკვა. სახელმწიფო ბაღში თუ ვატარებ, მაშინ წრეებს ვეღარ გავწვდები. ამიტომ კერძო ბაღი ვამჯობინე. თუმცა, ჩემსავით ყველას არ ხელეწიფება თვეში ამხელა თანხის გადახდა, ამიტომ კარგი იქნება სახელმწიფო ამ საკითხს თუ დაარეგულირებს."

თბილისის მერიის საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურში ბაღების გადასახადების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

http://

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker