Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რამდენად რეალურია პროსტიტუციის ლეგალიზაცია?

სალომე გოგოხია
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2013-01-10

ჩვენს ქვეყანაში "უძველესი პროფესიის" წარმომადგენლების საქმიანობა კანონით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, არალეგალური ბიზნესი, მარტივად რომ ვთქვათ, ყვავის. ამას ადასტურებს თბილისსა და სხვა ქალაქებში მომრავლებული, ბარ"რესტორნებს ამოფარებული საროსკიპოები. ცირკის მიმდებარე ტერიტორია კი უკვე დიდი ხანია, რაც მეძავების საჯილდაო ქვად იქცა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ტელევიზიები აქტიურად აშუქებენ საროსკიპოების თემას. ხმაურიანი დაკავება იყო ბათუმშიც, სამართალდამცავებმა პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აჭარა, რომ ამ "ბიზნესს" მიაქვს, ამის შესახებ მოსახლეობა ჯერ კიდევ ზაფხულში ჩიოდა. თუმცა, გამკითხავი და პატრონი არავინ აღმოჩნდა. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან თბილისელებიც. ისინი მომრავლებულ საროსკიპოებს უჩივიან და ერთი"ორჯერ ტელევიზიების თანხმლებით რესტორნის სახელს ამოფარებულ მეპატრონეებსაც შეუვარდნენ.

რამდენიმე დღის წინ, მეცხრე არხის ჟურნალისტმა ექსპერიმენტიც ჩაატარა იმის დასადასტურებლად, რომ თბილისში, ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე მდებარე ჩინური მასაჟის ცენტრი, სინამდვილეში საროსკიპოა და საზოგადოებას ამის ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერიც უჩვენეს.
ამ მხრივ სიმშვიდე არც გოგოლის ქუჩაზეა, სადაც ღამით საშოვარზე გამოსულ მეძავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. სხვათაშორის, ამის შესახებ ადგილობრივები კარგად არიან ინფორმირებული და თუ წყვილი შენიშნეს, მაშინვე გასაქირავებელ ოთახს სთავაზობენ. მოსახლეობის პროტესტს ისიც იწვევს, რომ მეძავები არ ერიდებიან და დღისით, მზისით თავად სთხოვენ ფართის მიქირავებას.

რატომ სდუმს ხელისუფლება? რატომ სდუმდა მისი წინამორბედიც? ვინ უნთებს მწვანე შუქს პროსტიტუციას? დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ ბიზნესს სოდ"ის მაღალჩინოსნები კურირებდნენ. ამჟამინდელი პრემიერ"მინისტრი კი პროსტიტუციის სასტიკი წინააღნმდეგი ყოფილა.

ცნობისთვის, კანონით დასჯადია პროსტიტუციაში ჩაბმა ან პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა. ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი არ ისჯება თუ პარტნიორი 16 წელს გადაცილებულია. სს კოდექსის 254-ე მუხლით დასჯადია საროსკიპოებისთვის ფართის მიქირავება.

ევროპის ქვეყნებში პროსტიტუცია კანონით ნებადართულია, აზიაში პირიქით, აკრძალულია.

თუმცა, ერთი რამ უდავოა, უძველეს პროფესიას ფესვები შორეულ წარსულში აქვს გართხმული და მისი ამოძირკვა არცთუ ისე მარტივია. ისტორიული წყაროები საროსკიპოების არსებობის ორ ათას წელზე მეტს ითვლიან. 1862 წელს პომპეის გათხრებისას ძველ რომაული ლუნაპარი აღმოაჩინეს, რაც ითარგმნება როგორც ძუ მგელი. 2006 წელს ამონათხარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მუზეუმად იქცა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ისტორიის ცნობით, ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი იყო. თუმცა, ამის დამამტკიცებელი არქეოლოგიური გათხრები არ მოიპოვება. ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მე"5 საუკუნეში უკვე არსებობდნენ "სპარსული ბორდელები". არსებობს ვარაუდი, რომ ერთ"ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო არსებობდა თამარის დროს, გორთან ახლოს. სადაც ძირითადად ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი და სპარსი ქალები "მუშაობდნენ".

მეძავის შესახებ სულხან-საბაც წერს, რომელმაც სიძვას "უმეუღლეობის ბოზობა" უწოდა, ასეთ ქალს "მეძავი", ხოლო მამაკაცს "მსიძავი" ერქვა. სიძვა ერთ"ერთია იმ უმძიმეს ცოდვათა შორის, რომელიც სახარებაშია ნახსენები.

პროსტიტუციის თემამ ქართულ ფორუმებზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. განხილვის საგანი გახდა მისი ლეგალიზების საკითხი. რამდენად რეალურია საროსკიპოების ლეგალიზება და რას ფიქრობს ქართული საზოგადოება, ამ შეკითხვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მივმართეთ.

შოთა ჯელიძე, იურისტი: "ვფიქრობ, საჭიროა პროსტიტუციის ლეგალიზება. ეს პირველ რიგში შიდსისა და სხვა ვენერიული დაავადებების გავრცელებას შეუშლის ხელს. თავისთავად, იმ ადგილებში სადაც მეძავები დგანან კრიმინალი მატულობს. ლეგალიზების შემთხვევაში დაწესდება ოფიციალური კონტროლი. შესაბამისი სამსახური უნდა შეიქმნას, რომელშიც სამედიცინო პირები შევლენ, რომლებიც ბორდელებში ნებისმიერ დროს შევლენ და მეძავების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამწომებენ. ყველამ იცის, რომ ეს დაწესებულებები ფარულად ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ვის ვატყუებთ? თავს ვიტყუებთ? თანაც, ფინანსური თვალსაზრისით ბიუჯეტში დამატებითი გადასახადიც შევა."

მაია მოდებაძე, ყოფილი მოსამართლე: "ეს საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას. ასეთი ტიპის არალეგალური დაწესებულების არსებობა გაცილებით პრობლემურია, ვიდრე მისი ლეგალიზაცია. საბჭოთა კავშირში აცხადებდნენ, რომ სექსი არ არსებობსო. არ შეიძლება სირაქლემის პოზიციაში ყოფნა და პრობლემის იგნორირება. პრობლემას სჭირდება მოგვარება, თუნდაც მისი ლეგალიზების გზით.

მარინე შავაძე, დიასახლისი, 50 წლის: "არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ლეგალიზება. გამოდის, რომ ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით, რომ მეძავობა და გარყვნილება კარგია. ასე თუ გავაგრძელებთ, ჩვენს ქვეყანას ღვთის რისხვა არ ასცდება. ისედაც ბევრი განსაცდელები გამოვიარეთ. სასტიკი წინააღმდეგი ვარ."

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და ამ საკითხებზე არ უმუშავია.

ვარკეთილის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (აფხაზაშვილი):

-მეძავობა ოდითგანვე იყო, არის და იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ამას ოფიციალური სახეს მივცემთ, მაშინ მომავალი თაობა იფიქრებს, რატომ უნდა ვიმუშაო, რატომ დავდგე ბაზარში და ვივაჭრო, რატომ მოვემსახურო სხვას, ესეც ხომ სამუშაოა? თუ გარეგნობა ხელს უწყობს, მაშინ სხვაზე მეტს "გამოიმუშავებს". იფიქრებენ, რომ ამაში ცუდი არაფერია. მთელ ერს რამხელა სიბილწესთან გვექნება საქმე. მშობელი შვილს ვეღარ გააკონტროლებს. დღესდღეობით უკუღმართად მიდის ყველაფერი. იგივე ტელესერიალებთან დაკავშირებით, ვითომ არაფერი, ამ დროს ძალიან დიდი პრობლემაა. იქ ნათესაური კავშირი არ არსებობს. დღესდღეობით ბევრი ფაქტი ვიცი სისხლის აღრევასთან დაკავშირებით. როცა მიზეზი ვკითხე თუ რატომ გააკეთა , შეკითხვა შემომიბრუნა, ტელესერიალებში ასე ხდება და რა პრობლემააო. ასეთ ადამიანს გონება დაბინდული აქვს. ისევ სოდომ"გომორის ცოდვაში ვიქნებით ჩაძირულები. როცა კანონი არ დაუშვებს, მაშინ შიში ექნებათ და ახალი თაობა როცა აღიზრდება, იტყვის, ეს არ შეიძლება. ეს ცოდვაა და ამასთან უდიდეს საშიშროებასთანაა დაკავშირებული, იგივე ჯანმრთელობასთან, შიდსი და ა.შ. ბიუჯეტში ამ გზით რამდენი შევა, ასეთი მიდგომით ეს საკითხი არ უნდა გადწყდეს. მაშინ რისთვის ვლოცულოობთ? მამაოსთან რატომ მივიდეთ? ის ცოდვა, რასაც მოძღვრები ჩვენს თავზე ვიღებთ, მრუშობის ცოდვა, რასაც აღსარებაში გვეუბნებიან, ის მერე აღარ ჩამაბარებს მრუშობის ცოდვას. ნელ-ნელა ისე გაუბრალოვდება, შემდგომი თაობები იტყვიან, რომ ეს ცოდვა არ არის. უფალი გვეუბნება, თუ ადამიანი ვერ ითმენს, მაშინ მან ცოლი შეირთოს, თუ თავის შეკავება შეუძლია, მაშინ იყოს უმანკო უფლის წინაშე."

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker