Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2011 წელს საქართველოში 24 ქალი იქნა მოკლული

კატეგორია: ექსკლუზივი 
2012-06-07

2010 წელს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) პირველად გამოაქვეყნა  მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულის, მკვლელობების  შესახებ – გლობალური ანგარიში.
UNODC–ს მონაცემებით, 2010 წელს, მთელ მსოფლიოში, მკვლელების ხელით დაიღუპა ნახევარმილიონამდე (468 000) ადამიანი. ამასთანავე, გაერო აღნიშნავს, რომ მკვლელობის შედეგად დაღუპულთა 80% – მამაკაცია, ხოლო ქალებს, ძირითადად, ახლობლები კლავენ და მკვლელობის შემთხვევების 50% ხდება სახლში.

საქართველოში, აღნიშნული კვლევის მონაცემებით, 2010 წელს ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 4,1 მკვლელობა მოდიოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რეგისტრირებულ განზრახმკვლელობათა რაოდენობა 2010 წელს იყო 180, მათ შორის გახსნილია 97 ფაქტი. 2011 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 102, გაიხსნა 76 ფაქტი. მკვლელობის მცდელობის ფაქტების სტატისტიკამ 2010 წელს შეადგინა 238 შემთხვევა, რომელთა შორის გაიხსნა – 217, ხოლო 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 234 შეადგინა, აქედან გაიხსნა 207 ფაქტი.

მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს შენაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო, რომ 2011 წელს მოკლულ იქნა 24 ქალი, მათ შორის 3 მოკლა ქმარმა, 2 – ბავშვმა, ხოლო 1 – ძმამ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112 მუხლის შესაბამისად (დედის მიერ ახალშობისლის განზრახ მკვლელობა) რეგისტრირებული იქნა 5 სისხლის სამართლის საქმე, აქდან, სისხლის სამართლის გამოძიება და განხილვა დაიწყო ერთ საქმეზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128 მუხლის შესაბამისად (ახალშობილის მიტოვება განსაცდელში), აღიძრა 2 სისხლის სამართლის საქმე. აქედან გაიხსნა და სასამართლოში იქნა განხილული 1 საქმე.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: მკვლელობა ქალი საქართველოს

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

პირველად ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker