Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა დისკრიმინაცია - რამდენად რეალურია პრობლემა?

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2012-05-08

გაზაფხული ქართველი ფემინისტებისა და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლთათვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მათი ყურადღების ქვეშ მოექცა როგორც გარკვეული სარეკლამო აქტივობები, ისე რელიგიური თემები.

სწორედ ამის გამო, ACT-მ გადაწყვიტა კითხვა დაესვა თბილისის მოსახლეობისთვის და გაერკვია, რას ფიქრობენ თბილისელები ქალთა დისკრიმინაციის შესახებ. შედეგები საკმაოდ საინტერესო მივღეთ:

თქვენი აზრით, დღეს საქართველოში რამდენად ხშირად ხდება ქალების დისკრიმინაცია? 

როგორც ჩანს, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი(49%) მიიჩნევს რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ქალების დისკრიმინაცია ჩვენს რეალობაში.  საკმაოდ საინტერესოა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელსაც პასუხის გაცემა უჭირს აღნიშნულ თემაზე (15%), ეს მონაცემი ინტერპრეტაციის მრავალფეროვან შესაძლებლობას გვაძლევს და ალბათ გენდერულ თემებზე მომუშავე პირებს დაფიქრების საბაბს გაუჩენს.

ლოგიკურია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს განსაკუთრებულად დააინტერესებს ამ მონაცემების სქესობრივ ჭრილში ნახვა - რამდენად განსხვავდება მამაკაცთა და ქალთა აზრი დისკრიმინაციის თემაზე.


 
საკმაოდ საინტერესო ფაქტია -  მამაკაცთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ქალთა დისკრიმინაცია. ამასთანავე, ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი (28%) თვლის, რომ ხშირად ხდება მათი დისკრიმინაცია, როცა მამაკაცთა მხოლოდ 13% ფიქრობს ასე.  ისიც აღსანიშნავია, რომ ქალბატონების 12%-ის აზრით მათი დისკრიმინაცია საერთოდ არ ხდება, რაც შესაძლოა მათ წრეში არსებული ჯანსაღი გარემოთიც აიხსნას.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს, აღმოჩნდა, რომ მეტ-ნაკლებად მსგავსი განწყობა აქვთ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.  საერთო ჯამში, კი მამაკაცთა უფრო მეტი ნაწილი თვლის, რომ არ ხდება დისკრიმინაცია. ეს ფაქტი შესაძლოა აიხსნას იმითაც, რომ ქალებს მეტი ინფორმაცია აქვთ დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ და იმითაც, რომ მამაკაცებს უბრალოდ არ სურთ ამ ფაქტის აღიარება.

2012 წლის აპრილში რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე  გამოიკითხა თბილისის 426 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.7%.

წყარო 

ტეგები: დისკრიმინაცია ფემინიზმი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker