Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგი საქართველოში

თაზო კუპრეიშვილი
კატეგორია: ტრეფიკინგი 
2012-02-07

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს, 7 თებერვალს სპეციალური ანაგრიში გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია საქართველოში არსებული მდგომარეობა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტრეფიკინგთან ბრძოლა უფრო ინტენსიური გახადონ და გააღრმავონ თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთანაც.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი(GRETA) შექმნილია იმ მიზნით, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა ტრეფიკნგის წინააღმდეგ ევროსაბჭოს კონვენციის შესრულება. აღნიშნული კონვენცია 2005 წლის 3 მაისს შექმნა და მისი წერვი საქართველოც არიც. კონვენციის ეფექტურობისთვის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი - GRETA - რეგულარულად ამოწმებს, ქვეყნები რამდენად ასრულებენ მათ მიერ კონვენციით ნაკისრ მინიმალურ ვალდებულებებს. GRETA-ს წევრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ირჩევს და მისი რაოდენობა 10-დან 15 წევრს შორის მერყეობს. წესების შესაბამისად, ექსპერტა ჯგუფის წევრებს შორის დაცული უნდა იყოს როგორც გენდერული, ისე რეგიონული ბალანსი. ამჟამად GRETA-ს პრეზიდენტია ფრანგი ნიკოლას ლე კოზი, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტი გულნარა შაჰინიანი სომხეთიდან.

GRETA მიესალმება საქართველს ხელისუფლების  ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცნობიერებისა და განათლების ამაღლებისაკენ.  მოხენებაში ხაზგასმულია, რომ  ცნობიერების ამაღლება განსაკუთრბეით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონიმურად ადვილად მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფების - იძულებით გადაადგილებული პირების, პოტენციური მიგრანტებისა და ბავშვებთან მიმართებაში.. GRETA მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ძალისხმევა ცნობიერების ასამაღლებლად, რომ აიცილოს მოქალაქეთა ტრეფიკინგი(განსაკუთრებით შრომითი), როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მცდელობებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სპეციალისტებს მიაჩნიათ,  რომ ეს ქმედებები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და გასცდეს კრიმინალური დანაშაულის სფეროს.

მოხსენებაში მიმოხილულია საქართველოს ხელსიუფლების პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. დადებით ტენდენციად არის მიჩნეული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდისა და მსხვერპლთა თავშესაფრების შექმნა. სპეციალისტები ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის დროს. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკიორთა დევნა 2010 წლიდან ნაკლები ინტენსივობით ხდება, რაც მისახედი პრობლემაა.

GRETA მიიჩნევს, ზუსტი იდენტიფიკაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საქმეში. ექსპერტთა რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს თავისი მცდელობები, რომ გააუმჯობესოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება. ძალისხმევის გაუმჯობესება კი გულისხმობს უფრო მეტი პროფესიონალის დატრენინგებას.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ყურადღება განსაკუთრებით  უნდა გაძლიერდეს უცხოეთის მოქალაქეთა შრომის ტრეფიკინგული გამოყენების გამოვლენაზე საართველოს ფარგლებში. გარდა ამისა, ტრეფიკინგის მსხვერპლები და ასევე პოტენციური მსხვერპლები ადეკვატურად უნდ აიყვნენ დაცულები და ინფორმირებულები.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებამ ტრეფიკინგის მსხვერპლები უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით კომპენსაციისა და ადეკვატური სამართლებრივი დაცვის შესახებ, რათა მათ შეძლონ კომპენსაციის მიღება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისა და ტრეფიკიორისგან.

სპეციალისტები მოხსენებაში ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც დაიცავს ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა საუკეთესო ინტერესს, რაც გულისხმობს მათ ფიზიკურ დაცვას, სამართლებრივ მხარდაჭერას, განათლებასა და ბავშვის საჭიროების მიხედვით სხვადასა პროგრამების განხორციელებას.

15 ექსპერტისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი, ინტერესით მოელის 2012 წელს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შესაძლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესები განსაკუთრებით იქნება დაცული.

GRETA-ს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოება და სიცოცხლე ადკვატურად იყოს დაცული სასამართლო განხილვებისას.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კორდინირებული ქმედება.

მოხსენების მომზადებისას  დელეგაცია GRETA-ს  საქართველოში შეხვდა როგორც სხვადასხვა მინისტრებს, ისე პარლამენტარებს, საქართველოს სახალხო დამცველს, მოსამართლეებსა და პროკურორებს.

მონიტორინგის ჯგუფმა ინფორმაცია ასევე მიიღო არასამათვარობო და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ახლა საქართველოში არიან წარმოდგენილი. მოხსენებაზე მუშაობის პერიოდში სპეციალისტები ასეცვე ეწვივნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარს თბილისში.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს კონტროლის განხორციელების საშუალება ოკუპირებულ ორ რეგიონზე. შესაბამისად, GRETA-ს  არა აქვს საშუალება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბროს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ისტორიაში პირველად კოლუმბიის დედაქალაქის მერი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker