Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ერთი ფავორიტით ნაკლები

კატეგორია: სპორტი 
2011-02-23

ამ კვირას ჩოგბურთელებმა ხუთ ტურნირზე აიღეს სტარტი. ყველაზე მეტ ყურადღებას დოჰაში ქალებისა და დუბაიში მამაკაცების შეჯიბრებები იპყრობს.

პირველ დღეს დოჰაში მხოლოდ სამი მატჩი ჩატარდა, მაგრამ უკვე დაფიქსირდა ერთი მოულოდნელობა. ჩეხმა ლუსი საფაროვამ ბრძოლას გამოთიშა მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე კარგად წარმოაჩინა თავი.

პოლონელმა ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველ პარტიაში 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ამ სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკვე ფსიქოლოგიური უპირატესობა საფაროვას მხარეს იყო და მან პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში კი ყველაფერი გაცილებით სწრაფად განვითარდა - ჩეხმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს და დამაჯერებლად შეაბიჯა მეორე წრეში.

ტურნირში ჩაება ორი რუსი - ნადეჟდა პეტროვა და ალისა კლეიბანოვა. პეტროვამ წინა კვირას იტალიელ რობერტა ვინჩისთან წაგებისთვის რევანში აიღო, კლეიბანოვამ კი, რომელმაც ერთი კვირის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ვერა ზვონარევა დაამარცხა, ამჯერად ვერაფერი მოუხერხა ფრანგ მარიონ ბარტოლიმ.

დოჰას ტურნირში უნდა ეთამაშა სერბ ანა ივანოვიჩს, მაგრამ მუცლის კუნთის დაჭიმვის გამო განაცხადის გამოტანა მოუხდა.

"ამ ამბავმა ძალიან გამანაწყენა, რადგან ძალიან მოტივირებული ვიყავი. ეს ტრავმა ზღუდავს ჩემს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მოწოდების დროს. ამიტომაც მკურნალობის თავიდან დაწყება და დასვენება მომიწევს", - განაცხადა ივანოვიჩმა.


* * *
მამაკაცებს შორის დელრეი ბიჩის ტურნირში უკვე აიღო სტარტი მესამე ნომრად განთელისმა სემ კუერიმ, რომელმაც დასტინ ბრაუნი სამ სეტში დაამარცხა და ამ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.

ამერიკელმა მხოლოდ ექვსი ეისი ჩააწოდა - ექვსით ნაკლები ვიდრე მისმა იამაიკელმა მეტოქემ, მაგრამ ბრეიკ-პოინტების უკეთესმა რეალიზაციამ სემს ეს შეხვედრა მოაგებინა.

მასპინძელ ჩოგბურთელს დარჩა გამარჯვება ამერიკულ-გერმანულ დუელში - ჯეიმს ბლეიკმა მეშვიდე ნომრად განთესილი ბენჯამინ ბეკერი დაამარცხა. სხვათა შორის, იმ დღეს კიდევ ერთმა გერმანელმა წააგო - რაინერ შუტლერი სამ სეტში დამარცხდა რიკარდო მელოსთან.

ტურნირს ერთი ამერიკელიც გამოემშვიდობა - 11 ეისის მიუხედავად, რაიან ჰარისონმა სამ სეტში წააგო ფლორან სერასთან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დელრეი ბიჩის ტურნირი პირველ ნომრად განთესილი ენდი როდიკის გარეშე დარჩა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჯერ კიდევ გასულ კვირას, მემფისის ტურნირის ფინალის წინ იგრძნო თავი ცუდად და ახლა დასვენების აღება გადაწყვიტა, რათა უკეთ მოემზადოს 5-6 მარტს დევისის თასზე ჩილესთან გასამართი მატჩისთვის.

დუბაის ტურნირს გამოაკლდა ერთი განთესილი - ივან ლუბიჩიჩმა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა მატჩი უკრაინელ სერგეი სტახოვსკის წინააღდეგ. სავარაუდოდ, ხორვატს ამ დაზიანების გამო ინდიან უელსის მასტერსის გამოტოვება მოუწევს.

დღის სხვა მატჩები პროგნოზისამებრ დასრულდა და განთესილებმა წარმატებით გაიარეს პირველი წრის ბარიერი. ერნესტ გულბისმა შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. ლატვიელს საათნახევარი ებრძოდა მიხაელ ბერერი. გერმანელს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ამის მიზეზი გულბისის 10 ეისიც იყო.

რიშარ გასკე გრიგორ დიმიტროვს ეთამაშებოდა და 64 წუთში იოლ გამარჯვებას მიაღწია. ასევე დამაჯერებელი იყო თავისი მოწოდებებისას ფილიპ პეტცშნერი - 14 ეისი დაეხმარა ანდრეას სეპის სამ პარტიაში დამარცხებაში. ფლორიან მაიერმა ფინელ იარკო ნიემინენთან მატჩში ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 65 წუთში ჩაეტია. დაბოლოს, ტომაშ ბერდიხს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჟერემი შარდისთან მატჩში.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker