Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგი, სიკვდილით დასჯა და კიდევ მრავალი წარმატება

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2010-11-03

თბილისის სამხატვრო აკადემიაში არსებობს სახვითი გრაფიკის ფაკულტეტი, ამ ფაკულტეტზე სხვა მიმართულებებთან ერთად არსებობს პლაკატის მიმართულება.

პლაკატის შექმნის ხელოვნება დღესდღეობით საქართველოში დიდად განვითარებული არ არის და არც ამ პროფესიის ადამიანები მოიძებნებიან უხვად... ცოტა ხნის წინ დიუმას ცენტრში ნატალია ლაზარაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენაზე ვიყავი... ნატალია 27 წლის არის. პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია. 2006 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. სახვითი გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, პლაკატის მიმართულებას. შემდეგ ამავე აკადემიაში, ამავე ფაკულტეტზე დაიწყო მუშაობა, სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა, თუმცა მეორე სამსახურმა შეუშალა ხელი, დრო საერთოდ აღარ რჩებოდა და ამიტომ აკადემიიდან წამოსვლა გადაწყვიტა. ახლა საქართველოს ბანკში დიზაინერად მუშაობს, მას ეხება ყველაფერი რასაც დიზაინი ჭირდება: ფლაერი, პოსტერი, ბროშურა, ჟურნალი, შპალერი, ელექტრონული დიზაინი... განუწყვეტლივ მუშაობს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ისე სულის საზრდოობისთვის პლაკატებს მაინც აკეთებს. ნატალიას ნამუშევრებს უამრავ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და ბევრ მათგანში გამარჯვებულიც კია...

ნატალია ლაზარაშვილი: "ახალი დამთავრებული მქონდა აკადემია, როცა მუშაობა ugt-ში დავიწყე. ugt ტექნოლოგიების კომპანიაა. ეს ჩემთვის პირველი სამსახური იყო და ახლა, რომ ვუფიქრდები, მაშინ არაფერი ვიცოდი. ugt-ის შემდეგ მუშაობა დავიწყე ლილო group-ში. ეს იყო ლატვიელების კომპანია, უფრო სწორად, სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ძალიან მალე დაიკეტა... შუალედებში სხვადასხვა სტუდიებში ვმუშაობდი. ახლა უკვე სამი წელია, რაც საქართველოს ბანკში ვმუშაობ. თუმცა სულის საზრდოობისთვის ისევ ვაკეთებ პლაკატებს. როდესაც ვიგებ, რომ რაღაც კონკურსი ტარდება, ძირითადად მაშინ ვიწყებ ხოლმე პლაკატზე მუშაობას. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ როცა რეჟიმში ვარ ანუ ვიცი, რომ ამა და ამ რიცხვამდე უნდა მოვასწრო მაშინ უფრო ვაბამ თავს... თუმცა მაქვს წიგნაკი, სადაც ყოველთვის ვაკეთებ ჩანაწერებს თუ რა თემაზე შეიძლება გავაკეთო პლაკატი, შემდეგ ამ წიგნაკს ვათვალიერებ ხოლმე და ვიწყებ პლაკატზე მუშაობას. ისე კონკურსებზე ძირითადად, ყოველთვის თვითონ გვაძლევენ თემას და შენ შემდეგ ამ თემაზე უნდა იმუშაო. რაც შეეხება ჩემს სხვადსხვა კონკრსებში გამარჯვებას, წვრილ-წვრილი წარმატებები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო."

პირველი წარმატება

- აკადემიაში სწავლის დროს ხშირად გვქონდა გამოფენები მთელ კურსს და ეს გამოფენები ყოველთვის წარმატებულად მიმდინარეობდა. პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოვიპოვე. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია fur free alliance. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტები აგზავნიან თავიანთ შექმნილ პლაკატებს ამ კონკურსში. კონკურსი ყოველ წელიწადს ტარდება და თემა ასეთია - ნატურალური ბეწვეულის დაცვა. 2005 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ამ თემაზე შექმნილი ჩვენი პლაკატი გავაგზავნეთ, რომელმაც მესამე ადგილია აიღო. პირველ სამ ადგლს ფულადი ჯილდოს გარდა ორგანიზაცია უგზავნის დაჯილდოებაზე დასასწრებ მოსაწვევს და ხარჯებსაც მთლიანად ანაზღაურებს. დაჯილდოება ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, იმ წელს რომში იყო და მე და ჩემი მეგობარიც ერთი კვირით იქ გავემგზავრეთ.

მეორე დიდი წარმატება

ითვლება, რომ პოლონეთი პლაკატის სამშობლოა. ვარშავაში 1966 წლიდან დღემდე, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ვარშავის ბიენალე. მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნიდან ამ გამოფენაზე აგზავნიან პლაკატებს და ჟიური 300 მათგანს არჩევს, რომლებიც შემდეგ საგამოფენო დარბაზში იფინება. ჩემი გაკეთებული პლაკატი 2007 წელს ამ სამას რჩეულს შორის მოხვდა. პლაკატზე ჩანგალი და კოვზი მქონდა გამოსახული ნამგალი და უროს მაგივრად...

ირანელი ქალი და სიკვდილით დასჯა

- ჯერ მხოლოდ ორი წელია რაც ტარდება კონკურსი სახელწოდებით for tomorrow. ამ კონკურსზეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან აგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს. შემდეგ არჩევენ 100 საუკეთესო პლაკატს, ჩააქვთ მსოფლიოს ას ქვეყანაში და გამოფენას აწყობენ. გამოფენების შემდეგ კი არჩევენ ათ საუკეთესოს. ჩემი პლაკატი ათ საუკეთესოთა შორის მოხვდა. კონკურსის თემა იყო სიკვდილით დასჯა. საერთოდ ყოველთვის, როდესაც პლაკატზე მუშაობას ვიწყებ, თემაზე ვეძებ ფოტოებს, ნახატებს, ვკითხულობ ისტორიებს... დავიწყე თემაზე "სიკვდილით დასჯა" მუშაობა და ორი პლაკატი უკვე მზად მქონდა, ინტერნეტში შევედი რომ ნამუშევრები გამეგზავნა და შემთხვევით წავაწყდი ირანელი ქალის ისტორიას, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. საზარელი ისტორია იყო და ჩემზე საშინლად იმოქმედა, ძალიან დავითრგუნე და მისი ამბავი გულთან ახლოს მივიტანე... ინტერნეტში ამ ქალის სილუეტი მოვძებნე და მაშინვე ახალ პლაკატზე დავიწყე მუშაობა... როცა რაღაცას ვაკეთებ, ჩემს მეგობრებს ვაჩვენებ ხოლმე და აზრს ვეკითხები. ჩემს მიერ შექმნილი ირანელი ქალიც ვაჩვენე მათ და ყველა მათგანმა მითხრა, რომ ამ პლაკატიდან ძალიან დიდი არასასიამოვნო, ნეგატიური ემოცია მოდიოდა... ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ, რომ რაღაცნაირად თითქოს გავითავისე ამ ქალის ისტორია, მოკლედ ბოლო წამებში პლაკატი კონკურსზე გავაგზავნე და ის ათ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

ტრეფიკინგი და საკუთარი პასპორტის ფოტო

- “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაცხადა პლაკატების კონკურსი ტრეფიკინგის თემაზე. ამ კონკურსზე ორი ნამუშევარი გავაგზავნე. ერთ-ერთმა პირველი ადგილი აიღო, მეორემ - მეოთხე. გამარჯვებული პლაკატი ასეთი იყო: ავიღე ჩემი საკუთარი პასპორტის ფოტო და თავი ჩავუხარე (თითქოს შერცხვენილი რომ გამოჩენილიყო) და იქვე მივაწერე "ვაკანსია", “სამუშაო უცხოეთში”. გამარჯვების შემდეგ ეს პლაკატი მთელ თბილისში იყო გამოფენილი, ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ. ძალიან ბევრი ხალხი მირეკავდა, მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც, ნატალიას ფოტო ვნახე და ხომ მშვიდობააო?!... რაც შეეხება მეოთხე ადგილზე გასულ პლაკატს აქ შთაგონება რეალური ისტორიიდან მოვიდა. მოსმენილი მქონდა, რამდენიმე წლის წინ დედაჩემის ერთი ნაცნობი როგორ გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი. ვიცოდი, რომ იქ ფორთოხლის პლანტაციაში ძალით ამუშავებდნენ, სცემდნენ და ა.შ. მეც პლაკატზე სწორედ ფორთოხლები გამოვსახე. ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ძალიან ბევრი კერძო შეკვეთა მივიღე… სამი წელი ვთანამშრომლობდი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან”.

ერთი წლის ნაცვლად სამდღიანი workshop

- კონკურსი სახელწოდებით, D&AD Ne Blood Exhibition ლონდონში ტარდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საწევროა გადასახდელი. კონკურსში მსოფლიოს სხვადსხვა სასწავლებლები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის სამხატვრო აკადემიაც. კონკურსი ყველანაირი დიზაინისაა (იქნება ეს პროდუქტის, ინტერიერის და ა.შ.) მოკლედ, არამხოლოდ პლაკატის. ამ კონკურსისთვის მონაწილეები როგორც წესი, მთელი წელი ემზადებიან, ჩვენ კი აკადემიაში მხოლოდ სამდღიანი workshop ჩაგვიტარეს და სულ ეს იყო ჩვენი მომზადება. 2007 წელს ჩვენი ნამუშევრებით ლონდონში ამ კონკურსზე გავემგზავრეთ. გვეგონა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გვქონდა შესრულებული. ისე იმ მოკლე დროში რაც შეგვეძლო, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, ძალიან საინტერესო პლაკატები გვქონდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი...

პლაკატი დიზაინისთვის ძალიან ვიწრო თემაა, იმათ კი პლაკატთან ერთად სხვა დიზაინიც ჭირდებოდათ, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვქონდა... კონკურსი უზარმაზარ პავილიონში ტარდება და ყველა სასწავლებელს თავისი box აქვს, ნამუშევრების გამოსაფენად. ჩვენც, ჩვენს box-ში გამოვფინეთ პლაკატები, დაინტერესდნენ, ათვალიერებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, მაგრამ ზემოთ ხომ ვთქვი მხოლოდ პლაკატი არ იყო საკმარისი... თუმცა იქ წასვლა მაინც ღირდა, რადგან ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, ვნახეთ რამდენი რაღაც ხდება სამყაროში და როგორ წინ არის ყველაფერი წასული...

მომავალში

- ყოველთვის ცოტა დრო მრჩებოდა პლაკატებისთვის. როგორც ადრე, ახლაც უწყვეტად ვმუშაობ, მაგრამ მომავალში მე და ჩემს მეგობარს გვინდა პატარა სტუდია გავაკეთოთ და იქ პლაკატებზე ვიმუშაოთ. ასევე ახლა ძალიან მალე, ფინეთში უნდა ჩატარდეს ბიენალეს მეთერტმეტე კონკურსი, სადაც კონკრეტული თემა არ აქვთ, უბრალოდ კატალოგისთვის არჩევენ პლაკატებს. ერთი ახლადშექმნილი პლაკატი მაქვს შიდსის თემაზე და მინდა ის გავაგზავნო ფინეთში. ვნახოთ რა იქნება...

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker