Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

იფიქრე ჯანმრთელობაზე და არა ნარკოტიკზე

მარიამ ყიასაშვილი
Category: Press Clipping 
2010-06-30

"იფიქრე ჯანმრთელობაზე და არა ნარკოტიკზე" - ეს ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის 2010 წლის დევიზია.

1987 წლიდან ეს დღე, გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყოველ 26 ივნისს აღინიშნება. წლევანდელი თემა: ახალგაზრდობა და ჯანმრთელობაა.

ეს დღე მიზნად ისახავს, საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მონაცემებით, მსოფლიოში 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკებს: ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებს, კანაბისს, კოკაინს, ჰალუცინოგენებს, ოპიატებს, საძილე და სედატიურ საშუალებებს. კამპანიის მიზანია ამ გლობალური პრობლემის საკითხში ინფორმირებულობის ამაღლება. ახალგაზრდების წახალისება, რომ პირველ ადგილზე დააყენონ საკუთარი ჯანმრთელობა, გააკეთონ სწორი არჩევანი და არ მიიღონ ნარკოტიკები.

წამალდამოკიდებულება არის ძალიან გავრცელებული, სიცოცხლისათვის საშიში მომაკვდინებელი დაავადება, მისი პრევენციის, მკურალობისა და აღმოფხვრის მიზნით მსოფლიოში და საქართველოშიც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. 26 ივნისთან დაკავშირებით კვლავ განახლდა ამ თემის აქტუალურობა: საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "კახეთის რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოტენციალისა და კოორდინაციის გაძლიერება ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით". პროექტის ფარგლებში თელავში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი და რეგიონალური სათათბირო გაიხსნება.

24 ივნისიდან 21 ივლისამდე კი "ვენის ექსპრესი 2010" იმოძრავებს აღმოსავლეთსა და დასავლეთში - გაივლის ავსტრიას, ბელგიას, გერმანიას, ნიდერლანდებს, რუსეთს, საქართველოს, უკრაინას, ყაზახეთს და სხვ. საბოლოოდ კი ვენაში შიდსისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაჩერდება. ვენის ექსპრესის მარშუტზე მრავალი აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ექნებათ, თავიანთი სურვილები და შეტყობინებები ვენის კონფერენციაზე გააგზავნონ, რომლის გახსნაზეც ეს ფურცლები ნატვრის ხეზე ფოთლებად დაიკიდება. ამ მოძრაობას საქართველოც უერთდება და 23-26 ივნისს ჩვენთანაც გაიმართება ვენის ექსპრესი 2010, დევიზით: ყველა ერთად სიცოცხლისთვის - ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდება, მოწოდება იზრუნონ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და იფიქრონ ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის გზებზე.

სხვა ღონისძიებებთან ერთად ვენის ექსპრესი ერთ-ერთი უმნი-შვნელოვანესია. ვენის ექსპრესი 2010-ის ფარგლებში 23 ივნისს მოეწყო კონფერენცია, 24-ში გაიმართა მედიატური გორში. დღეს, 25 ივნისს გლდანის მასივში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ავლაბრისა და თავისუფლების მოედნებზე, თანასწორგანმანათლებლებისა და საინფორმაციო საცეკვაო ტურის "სიცოცხლის ფერხულის" თანხლებით იმოძრავებს - ბანერებითა და მუსიკალური ტექნიკით აღჭურვილი ტრაილერი, რომელიც თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ადგილას 30 წუთიანი გაჩერებისას შოუს მოაწყობს და საზოგადოებას საინფორმაციო მასალებს და სუვენირებს გადასცემს.

ხოლო, 26 ივნისს კახეთის რეგიონში ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ნარკომანიის პრობლემას ხშირად ეძღვნება სხვადასხვა გადაცემები. ამ თემაზე ბევრი თანამედროვე ფილმი გადაღებულა, მაგრამ არაერთხელ გამიგია, რომ ნარკომანიის თემა ქართულ ფილმებში ბევრს აღიზიანებს. თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველოში ეს პრობლემა დღესაც ძალიან აქტუალურია... ამიტომაც აუცილებელია მუდმივად შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ნარკომანია უმძიმესი სენია და რომ მასთან ბრძოლა მთელი საზოგადოების მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში, ნამდვილად შესაძლებელია.

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

Chicago heads to the polls to elect city's first black woman as mayor

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

Newly-resurfaced video of Allison Mack purportedly shows how she tried to lure women into alleged sex cult

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker