Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინვალიდები, რომლებმაც დიდობის უფლება მოიპოვეს საზოგადოება

ნინო ოსიაშვილი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2010-06-23

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, სამი თვეა, რაც ფუნქციონირებს. პანსიონატში სენაკის ინვალიდ ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი 42 ახალგაზრდა ცხოვრობს. მათი ასაკი 18 წლიდან იწყება და ყველაზე უფროსი 40 წლისაა. ისინი ბავშვთა სახლიდან მაშინ მოჰყავთ, როცა სრულწლოვანები ხდებიან.

პანსიონატი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და აქ შექმნილია ყველა ის პირობა, რაც ამ ადამიანებს ეხმარება, თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნონ. პანსიონატში ფუნქციონირებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური სამსახურები, სპორტული კომპლექსი და შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება.

თამარ ბიტაევი ყველაზე უფროსია – 40 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის ასაკი 22 წლის წინ გაუვიდა, მაინც სენაკის ინვალიდ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა – მასავით უფროს და „ვადაგასულ“ პანსიონატის ყოფილ ბავშვებთან ერთად. მხოლოდ სამი თვის წინ წამოიყვანეს სხვებთან ერთად დიდების პანსიონატში.

როცა დირექტორმა ქარგვის ოთახში შემიყვანა, სპეციალურ მაგიდასთან მიმჯდარი, ქარგავდა. უთხრეს, რომ სტუმარი ეწვიათ, ჟურნალისტი. გაუხარდა. საუბარი დირექტორის ქებით დაიწყო – უამრავ თბილ სიტყვას ამბობდა, რომლებიც მისი პირიდან განსხვავებულად დამაჯერებლად ისმოდა. ვერ მიპასუხა ერთადერთ კითხვაზე – რამდენი წლის იყო – და მისი პასუხი გამონაკლისი არ ყოფილა.

არც 25 წლის ევგენი აბდულოვმა იცის, რამდენი წლის არის, მაგრამ კარგი მეურნეა: „ორი კურდღელი მყავს, ბაჭიაც მყავდა, მაგრამ სხვას ვაჩუქე. კიდევ ქათამიც მყავს, კვერცხებს დებს და მალე წიწილებიც მეყოლება. ეს თხა ამერიკელებმა მაჩუქეს და ძალიან ვუფრთხილდები. კიდევ თივაც მაქვს ზამთრისთვის.“

პანსიონატში მცხოვრებთა უმეტესობა მორწმუნეა. პანსიონატი შუაგულ სოფელშია. მისგან სამიოდე კილომეტრში დედათა მონასტერია. ყოველ შაბათ–კვირას, მზრუნველებთან ერთად, მონასტერში წირვა–ლოცვას ესწრებიან. რამდენიმე მათგანი გალობს კიდეც ტაძარში.

გარდა სახელმწიფო დახმარებისა, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია ეხმარება.

23 მარტს გაიმართა პანსიონატში შექმნილ ნამუშევართა გამოფენა–გაყიდვა, რომელსაც ამერიკის საელჩო, დამსაქმებელთა ორგანიზაცია და ცნობილი ადამიანებიც დაესწრნენ. ნამუშევრების უმეტესობა ამერიკის საელჩომ შეიძინა. USAD–მა პანსიონატს ტრენაჟორები გადასცა. ეუთოს ელჩმა კი საქართველოდან წასვლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სხვადასხვა სახის ავეჯი აჩუქა.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოყო თანხა, რომელიც ამ შენობის შეკეთებას მოხმარდება. 15 სექტემბრიდან დაიწყება სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები და 2011 წლის აგვისტოში გვექნება საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო ინვალიდთა სახლი, სადაც 90–100 ადამიანს შევიფარებთ. გვაქვს სხვა შემოთავაზებებიც, ფინანსური დახმარების მიზნით, გვინდა გავაკეთოთ მეურნეობა, რომ იქ დასაქმდნენ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა უნარშეზღუდულს დაენიშნება ყოველთვიური პენსია“, – განაცხადა პანსიონატის დირექტორმა ლელა კიკნაძემ.

პანსიონატის 42 მცხოვრებიდან ახლობელი მხოლოდ 5–ს ჰყავს. ხშირად არა, მაგრამ მაინც აკითხავენ. უმეტესობა სენაკში ცხოვრობს და შორი მანძილის გამო უჭირთ ჩამოსვლა.
ივლისში იგეგმება კიდევ ერთი გამოფენა–გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება უნარშეზღუდული პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები: ნახატები და სხვადასხვა მოქარგული ნივთები. ასევე გაიმართება საღამო, რომელშიც მონაწილეობას ამავე პანსიონატში მცხოვრები პირები მიიღებენ.

პუბლიკაცია მომზადებულია ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მედიაპრაქტიკული ლიექციების კურსის ფარგლებში, კურსის ხელმძღვანელი – ლია ტოკლიკიშვილი.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker