Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აფხაზეთიდან დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

კატეგორია: დევნილები 
2010-06-10

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლექსო ლაგვილავამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ ქეთევან კაჭარავამ, ძველი აეროპორტის სასტუმროს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანს მედიკამენტები და ჰუმანიტარულ დახმარება გადასცეს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა სამედიცინო ჯგუფმა, რომელიც თბილისის დევნილთა პოლიკლინიკებიდან შეირჩა, აღნიშნულ ობიექტზე ჩასახლებულ 335-მდე დევნილს, მათ შორის 67 ბავშვს, სამედიცინო გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლის განცხადებით, სამედიცინო აქცია მთელი ქვეყნის მაშტაბით გაგრძელდება და ყველა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს მოიცავს. “აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს და საჭიროების მიხედვით მედიკამენტებსაც გადასცემს ”-განაცხადა ქეთევან კაჭარავამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო გამოკვლევები ითვალისწინებს, როგორც კონსულტაციებს ასევე მრავალპროფილურ, ინსტრუმენტალურ გამოკვლევებსა და მედიკამენტურ უზრუნველყოფას.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთათვის სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker