Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დასახელდა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონი – ქრისტინა ჰენდრიქსიდასახელდა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონი – ქრისტინა ჰენდრიქსი

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-04-26

ჟურნალმა „Esquire”–მა  შეადგინა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების ყოველწლიური სია. რეიტინგის მიხედვით, პირველი ადგილი  ამერიკელ მსახიობ –კრისტინა ჰენდრიქსს, სერიალ „შეშლილების“ ვარსკვლავს ერგო.
“Esquire” – ის გამოკითხულ მკითხველთა ხმების 30%–ი ერგო კრისწინა ჰენდრიქსს.

“Lenta.ru“ იუწყება, რომ მესამე ადგილი წილად ხვდა  “Esquire“ –ის გასული წლის ლიდერს, ფილმ ტრანსფორმერების ვარსკვლავს მეგან ფოქსს.

ტოპ–სია გამოქვეყნებული იყო ამერიკული გამოცემის “Esquire” –ის მაისის ნომერში. გამოქვეყნდა ასევე ქრისტინა ჰენდრიქსის დამოკიდებულება ჯურნალის მკითხველების მიმართ. თავის გზავნილში მსახიობი აღიარებს ძლიერ ლტოლვას და მიდრეკილებას  ალკოჰოლური სასმელებისადმი, უფრო კონკრეტულად კი ვისკის მიმართ და ასევე განმარტავს, თუ რატომ არ მოსწონს მას “FaceBook”-ი, რადგან თვლის, რომ  სოციალურ ქსელს ადამიანის პირად ცხოვრებაში შემოჭრა შეუძლია.

34 წლის კრისტინა ჰენდრიქსი მეტნაკლებად ცნობილია, როგორც სერიალების მსახიობი. თავის კარიერის მანძილზე მან მოასწრო მონაწილეობა მიეღო 15–ზე მეტ სერიალში. ამჟამად მსახიობი დაკავებულია სერიალ „შეშლილების“ ახალი სეზონის გადაღებებით.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში მამაკაცების ონლაინ ჟურნალმა „askman.com-მა  გამოაქვეყნა ყველაზე სასურველი ქალების ყოველწლიური სია, რომლის მიხედვითაც პირველი ადგილი კანადელ მსახიობ ემანუელ შრიქის ერგო.

2009 წლის დეკემბერში „Daily Telegraph”-მა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები და პირველი ადგილი ანჯელინა ჯონჯოლს ერგო. 


 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker