Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბავშვებმა ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაქორწინებაზე დაითანხმეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-04-26

ჰოლივუდის ყველაზე ვარსკვლავური წყვილი ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი როგორც იქნა ურთიერთობის დაკანონებას აპირებენ. როგორც „Daily Telegraph” წერს, მსახიობებს ამ ნაბიჯის გადასადგმელად საკუთარმა შვილებმა უბიძგეს.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში პრესაში აქტიურად მუსირებდა ხმები „ბრედჯელინის“ დაშორებასთან დაკავშირებით. ტაბლოიდები იუწყებოდნენ, თითქოს წყვილმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს რომლის მიხედვითაც თანაცხოვრებისას დაგროვილი 320 მილიონი აშშ დოლარი უნდა გაეყოთ და ასევე შეთანხმებულიყვნენ მათი 6 ბავშვის მეურვეობაზე.  პუბლიკაციებში შეინიშნებოდა ეჭვი, თითქოს ჯოლიმ სხვასთან გააბა რომანი ფილმ „სოლტ“ –ის გადაღებებისას.

თუმცა მოარული ხმები არ დადასტურდა. ახლა „ბრედჯელინა“ შეუღლებისთვის მზადაა. „პირველი მედოქსი იყო, ვინც თავის მშობლებს წლების მანძილზე არწმუნებდა, რომ დაქორწინებულიყვნენ „– განაცხადა ვარსკვლავურ ოჯახთან დაახლოებულმა პიროვნებამ. –შემდეგ ზაჰარა და შილოც შეურთდნენ ძმას, პაქსიც მიიჩნევს, რომ ძალიან „მაგარია“ საქორწილო ბეჭდების ტარება“.

„როგორც წესი, ადამიანებს ჯერ უყვარდებათ ერთმანეთი, შემდეგ ქორწინდებიან და ბავშვებსაც  აჩენენ , ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა“–განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობები უკვე 5 წელია „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღების შემდეგ, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან. ჯოლის გულისთვის ბრედ პიტმა თავისი ცოლი, სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონიც კი მიატოვა. ანჯელინა ჯოლი კი თავის მხრივ უკვე ორჯერ იყო განქორწინებული ბრიტანელ ჯონი ლი მილერთან და ამერიკელ ბილი ბობ ტორონტოსთან.  ახლა ბრედ პიტი და ანეჯილა ჯოლი 6 შვილს ზრდიან: ხუთი წლის ზაჰარას ეთიოპიიდან, 8 წლის მედოკსს კამბოჯიდან, 6 წლის პაქსას ვიეტნამიდან, ბიოლოგიურ გოგონას – შილო ნუველს და წლინახევრის ტყუპებს ნოკსს და ვივიენს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker