Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა ხმა პოლიტიკაში

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2010-04-23

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მესამე სექტორი გააქტიურდა. ჰუმანიტარულ -  კულტურული ფონდი ,, სოხუმი’’  ბათუმში  მოქმედი  პოლიტიკური პარტიების წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო  მაისის ბოლოს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩვენებში წარმოდგენილი ქალი კანდიდატების რაოდენობის გარკვევა, ასევე პარტიულ სიებში მათი რიცხვითი ნომრები. დისკუსია ასევე  შეეხო პოლიტიკური პარტიების საარჩვენო პროგრამას.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მათ სასაუბროდ  თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს, მაგრამ ფონდი ,,სოხუმის’’ მიწვევა  მხოლოდ ,,რესპუბლიკურმა პარტიამ’’, ,,ახალმა მემარჯვენეებმა’’ და ,,ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ მიიღო.

- სამწუხაროა, რომ ბათუმის  საკრებულოში არც ერთი ქალბატონი არ არის წარმოდგენილი. ჩვენი შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ქალთა როლი გაიზარდოს პოლიტიკაში და ეს თვითმართველი ორგანოებიდან უნდა დაიწყოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში  ორგანიზაციის კოორდინატორმა მირანდა გვანცელაძემ. _ მიუხედავად იმისა, რომ  ყველა პოლიტიკური სპექტრი მოვიწვიეთ, დღევანდელ  შეხვედრაზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ წარმოადგინეს საკუთარი საარჩევნო პროგარამები, აქვე მინდა აღვნიშნო,  რომ  გენდერული თანასწორობა,  ისე როგორც წინა წლებში ახლაც მინიმუმია.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიების გარდა,  არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ფონდი ,,სოხუმი’’ მსგავს შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქში გამართავს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker