Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალები და ჭარბი წონა

ვაშინგტონი,თამარ ნერგაძე
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-04-20

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა. დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი ზედმეტ წონას უჩივის ,ხოლო ოთხასი მილიონი სიმსუქნისგან იტანჯება.

შეიძლება ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წონის დაკლების ერთადერთ საშუალებად ექიმები მიანც კვების შემცირებასა და ფიზიკურ დატვირთვას ასახელებენ.

თუმცა აღსანიშნავია,რომ  საშუალო ასაკის ქალბატონებმა დღეში ერთი საათი ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უნდა ივარჯიშონ,რომ     საკუთარი წონა  შეინარჩუნონ და არ გასუქდნენ.

არადა, ცხოვრება მართლაც ხან რა უსამართლოა...

ამაში მაშინ დავრწმუნდი,როცა გავიგე,რომ ქალების ორგანიზმში ბევრად უფრო მეტი ცხიმი გროვდება ,მიუხედავად იმისა,რომ ისინი მამაკაცებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებად კალორიულ საკვებს იღებენ.

ასევეა ფიზიკური ვარჯიშთან დაკავშირებითაც.თანამედროვე  მამაკაცს თავისუფლად შეუძლია ყოველდღიურად თითო საათი საკუთარი ფორმის შენარჩუნებისთვის გამოძებნოს,ქალი კი სამსახურთან და ოჯახის საქმეებთან ერთად ამას ვერ ახერხებს.

შეერთებულ შტატებში ქალებისთვის ერთი იოლი გამოსავალი არსებობს,აარიდო თავი ოჯახური სადილის მომზადებას და სწრაფი კვების პროდუქტის დახმარებით ის დღე იოლად გადააგორო.
თუმცა აღსანიშნავია,რომ  მსგავსი პროდუქტებით კვება წონაში ძალზე ამატებინებს ადამიანს და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ხელს უწყობს.

მაგრამ ძალზე ბევრი ქალი შეგუებულია ცხოვრების ამ წესს და თანახმაა სწრაფი კვების პროდუქტით  დაგროვილი კილოგრამები  სპორტულ დარბაზში ყოველდღიური ვარჯიშით დაიკლოს.

„ვარჯიში მაძლევს საშულაებას წონა შევინარჩუნო და ჯანმრთელობა გავიუმჯობესო“ - ამბობს ს ჯეინ ჰოლმსი.

„ფიზიკური დატვირთვის საშუალებით  მუდმივად ერთ წონას ვინარჩუნებ“-სიხარულით აღნიშნავს ჯეინ დავერნი.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით,1991და 2000წლებამდე ამერიკის მოსახლეობაში  ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და საერთო რიცხვის სამოცი პროცენტი შეადგინა.

დღესდღეობით პლანეტაზე ერთ მილიარდამდე მსუქანი ადამიანი ცხოვრობს.

თუმცა ამ ფონზე ,მაშინ როცა ყველა საშუალო ასაკის ქალბატონი ზედმეტი  გრამის მომატებას ავადმყოფურად განიცდის,მეცნიერები ამ მათ კატეგორიულად  აფრთხილებენ, დიეტა არ დაიცვან და მხოლოდ საკუთარი წონის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

აღსანიშნავია,რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ჭარბი წონის ქალბატონები წონის ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით წონის  დაკლებას ვერ ახერხებენ.მათ კვების გაკონტროლებით და ფიზიკური დატვირთვით მხოლოდ წონის შენარჩუნება და გაკონტროლება შეუძლიათ.

„თუ საშუალო ასაკის მქონე ქალბატონი მსუქანია ,მას ფიზიკური ვარჯიში წონის დაკლებაში ვერ დაეხმარება.“

აღნიშნავს დოქტორ აიმინ ლი ,რომელიც ქალთა ცენტრის ექიმი გახლავთ.
ამიტომაც ექიმები ურჩევენ საშუალო ასაკის ჭარბი წონის ქალბატონებს ზომიერად იკვებონ და ფიზიკურად მსუბუქად მხოლოდ იმიტომ დაიტვირთონ,რომ ქრონიკული დაავადებების,დიაბეტის, გულისა და კიბოს დაავადებებისგან თავი დაიცვან.

თუმცა ვისაც ძალზე დიდი წონა აწუხებს შეუძლია კალორიები შეკვეცოს და  ყოველგვარი ფიზიკური ვარჯიშის გარეშე სასურველ წონამდე ისედაც დაიკლებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker