Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლეხ კაჩინსკის სახელი შავი ზღვის ქუჩას მიენიჭება

კატეგორია: მოვლენები 
2010-04-14

პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი შავი ზღვის ქუჩას მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "საქართველოს ეროვნული გმირის და ჩვენი უახლოესი მეგობრის ლეხ კაჩინსკის სახელი ისანში,  ქეთევან წამებულისა და მელაანის ქუჩებს შორის მდებარე შავი ზღვის ქუჩას დაერქმევა. ამ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. არ უნდა დავივიწყოთ ის საქმეები, რაც პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოსთვის გააკეთა. ლეხ კაჩინსკი ჩვენგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. თბილისის ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებით გვსურს, მის ხსოვნას პატივი მივაგოთ", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს თვითმფრინავმა ტუ-154, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად კატინში მიფრინავდა, სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პოლონეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, 18 აპრილს დაკრძალავენ.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker