Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კრისტალ რენი პარამეტრების განსხვავებულობისათვის იბრძვის

ერიკ უილსონი
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-04-13

"ეს სიგიჟეა, რომ "ნორმალური" ქალი დღეს მსუქნად ითვლება. ჩვენ გვინახავს ძალიან გამხდარი ქალები, რომლებიც ისეთივე უბედურები შეიძლება იყონ, როგორც თვით ყველაზე მსუქანი ქალებიც კი."

როცა მოდური ჟურნალების (როგორებიცაა "Harpers Bazaar» & «Visionaire") გავლენიანმა კრეატიულმა დირექტორმა სტივენ გენმა შარშან სექტემბერში კრისტალ რენი გაიცნო, მას ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც ყველას აქვს ხოლმე, ვინც მოდის სამყაროს "არასტანდარტული ზომის" ამ დედოფალს პირისპირ შეხვედრია.

"მსუქანი სულაც არ ყოფილხართ!" - გაიკვირვა გენმა.

კრისტალ რენი 23 წლისაა; 1,73 მეტრი სიმაღლის, მკერდის შემოწერილობა 38C, წელის ზომა - 76 სანტიმეტრი, თეძო - 107 სანტიმეტრი, თმა და თვალები ყავისფერი აქვს და იგი თავისი პარამეტრებით ამერიკულ 12 ზომას შეესატყვისება. ბატონი გენი კი ლამის მეი უესტის გაბარიტების ქალს ელოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ფოტოგრაფებმა და საერთაშორისო გამომცემლობებმა ("ჰარპერი," "ვოგი") ისე გაუსვეს ხაზი მის რენის ბუნებრივ ფორმებს და შუქჩრდილებისა და ციფრული მანიპულირების გზით ისე გააზვიადეს ისინი, რომ გენს იგი უფრო ზორბა ქალად წარმოედგინა, ხელში კი შერჩა ერთი წარმტაცი, სრულიად ნორმალური ზომის ქალი, რომელიც მას თავისი ისტორიის მოსაყოლად ეწვია.

ე.წ. არასტანდარტულ მოდელებს რედაქტორები და დიზაინერები მუდმივად ეუბნებიან, მსუქნები არ ჩანხართო, რაც დიდ კომპლიმენტად მიიჩნევა. თავის ახლახან გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში "მშიერი" კრისტალ რენი აცხადებს, რომ «მოდელისათვის ძალიან დამღლელია 2 ზომის ან კიდევ უფრო პატარა ქალების ხელიდან სუნამოსა და ტანსაცმლის რეკლამის კონტრაქტების ძალით გამოგლეჯა". "ეს სიგიჟეა, რომ "ნორმალური" ქალი დღეს მსუქნად ითვლება, - წერს იგი, - ჩვენ გვინახავს ძალიან გამხდარი ქალები, რომლებიც ისეთივე უბედურები შეიძლება იყონ, როგორც თვით ყველაზე მსუქანი ქალებიც კი. გამოცდილი გვაქვს ეს სიმწარე, როცა ყოველ კალორიას ითვლი. მე და ჩემნაირებმა საბოლოოდ არჩევანი გავაკეთეთ, რომ თავი საგიჟეთში არ ამოგვეყო."

ჟურნალები ამ ბოლო დროს სხეულის ტიპების დივერსიფიცირებას ცდილობენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მის რენს; მოდის ინდუსტრიაში გაძვალტყავებული მოდელების გაბატონებამ მას ფაქტიურად გზა გაუკვალა.

"მაღალი მოდის გადასახედიდან, იგი ბევრად აღემატება და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია "ფორდ მოდელსის" სააგენტოს არასტანდარტული ზომის მოდელთა შორის," - ამბობს მისი აგენტი გერი დეიკინი.

ამას წინათ მის რენი ინტერვიუსთვის გვეწვია. მას მეზონ მარტინ მარგიელას მოტმასმინლი, მბზინვარე კოსტუმი, პრინის უსახელო კარდიგანი და რიკ ოუენის რბილი ჩექმები ეცვა; ყელზე კი რაღაც ბოქლომის მსგავსი რამ ეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმატებული ჩანს, რენს შავბნელი დღეებიც გამოუვლია, რაზეც წიგნშიც მოგვითხრობს, სადაც აღწერს, როგორ იკლავდა თავს შიმშილით, რათა მოდის ინდუსტრიაში "გაბატონებულ პარამეტრებამდე" მიეღწია, რაც უკიდურეს სიგამხდრეში გამოიხატება.

ბევრი "არასტანდარტული ზომის" მოდელი ჩივის, რომ მათი ფოტოები პრიალა ჟურნალების ყდებზე ხშირად ისევე რეტუშირდება, როგორც ცნობადი სახეების გამოსახულებები, იმ მიზნით, რათა ისინი უფრო დიდები გამოჩნდნენ. მის რენი ამბობს, რომ მას უნახავს სურათები, სადაც მისი წონა ხელოვნურად არის გაზვიადებული ისე, რომ ლამის 20 ზომად გამოჩნდეს. ეს ჭარბწონიანი ქალების გულის მოსაგებად კეთდება. თავის წიგნში რენი ამას "სიმსუქნის ფეტიშიზაციას" ეძახის. "დიზაინერები და რედაქტორები აირჩევენ ხოლმე ერთ პუტკუნა გოგოს, რათა მომხმარებელს ნერწყვები აყლაპინონ და მისი სიფაშფაშით დაატკბონ; არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალის სილამაზის მთელი მრავალფეროვნებით წარმოჩენის მიზანს დიდად ემსახურებოდეს," - წერს რენი. მისი აზრით, ყველაზე სამართლიანი ამ მხრივ ის იქნებოდა, რომ ფოტოგრაფებმა და ჟურნალებმა ნაკლებად დაბეჭდონ მოდელები, როლებსაც ნეკნები უჩანთ.

"ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი, - ამბობს მის რენი, - მჯერა, რომ მოდა მრავალფეროვნების სარბიელად შეიძლება იქცეს. მართალია, ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება, მაგრამ ხომ ყველას გინდათ, რომ ასე იყოს?"

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker