Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორი უნდა იყოს ორსულთა კვების რაციონი

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-03-15

მომავალ დედას განსაკუთრებული კვება სჭირდება, რათა ბავშვი ჯანმრთელი და სრულყოფილი დაიბადოს. რა უნდა ჭამოს ორსულმა და რით უნდა გაამდიდროს თავისი კვების რაციონი? ამ თემაზე “ქართული სიტყვა” ექიმ-გინეკოლოგს, მანანა ჩერქეზიშვილს ესაუბრა.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ორსული ქალის არარაციონალურ კვებას?

- მომავალი დედის სწორად კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალის ჯანმრთელობისთვის, ასევე - ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. რადგანაც ორსულობის დროს არარაციონალური კვება იწვევს სხვადასხვსხვა გართულებასა და ნაყოფის განვითარების შეფერხებას.

- პათოლოგიების გამოწვევაც შეუძლია?

- რა თქმა უნდა! არასწორი კვება შესაძლოა, ისეთი პათოლოგიების განვითარების მიზეზი გახდეს, როგორიცაა: ორსულთა ანემია (სისხლნაკლებობა), ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია (წონაში ჩამორჩენა) და სხვა.

- რა იგულისხმება რაციონალურ კვებაში?

- ორსული ქალის საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს, ანუ საჭიროა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს.

ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება მინერალური ნივთიერებები - კალციუმი, ფოსფორი და მაგნიუმი, რადგანაც დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ჩამოსაყალიბებლად.

რაციონალური კვება ითვალისწინებს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი საკვების მიღებას ორსულსა და ნაყოფის მოთხოვნილებების შესაბამისად, რაციონის დაბალანსებას, ანუ ძირითადი პროდუქტების სწორ თანაფარდობას და კვების რეჟიმს - დღის განმავლობაში საკვების გადანაწილებას.

- რატომ არის აუცილებელი ორსულისთვს ცილების მიღება?

- ქალის ორგანიზმში არსებული ცილების უმეტესი ნაწილი ნაყოფის ქსოვილთა ჩამოყალიბებას სჭირდება. მათი უკმარისობა აფერხებს ბავშვის განვითარებას, ზრდის ნაყოფის ავადობას, რაც ხშირად მისი დაღუპვის მიზეზიც ხდება. სასურველია, ორსულმა ცილები, უმთავრესად, ცხოველური საკვებით მიიღოს.

- კერძოდ, რის ჭამას ურჩევთ მომავალ დედებს?

- ორსულისთვის საჭირო ცილებით მდიდარი ცხოველისა და ფრინველის ხორცი, თევზი, რძე, მაწონი, ხაჭი, კვერცხი, ყველი და ა.შ.

- ორსულისთვის აუცილებელ ცხიმებზე რას იტყვით?

- მომავალი დედის ენერგეტიკულ მარაგს, ძირითადად, ქმნის ცხიმები და ნახშირწყლები. ორსულებმა მცენარეული ცხიმები უნდა მიიღონ - მზესუმზირა და ზეითუნის ზეთი, ასევე, ცხოველურიც - კარაქი და არაჟანი.

- რა პროდუქტები უნდა მიიღოს ორსულმა ნახშირწყლების მარაგის შესავსებად?

- ნახშირწყლები უხვადაა მარცვლეულში, ხილში, კენკრაში, ბოსტნეულში, წვენებსა და სხვა.

- რა განაპირობებს ვიტამინებისა და მინერალების მიღების აუცილებლობას?

- ორსულის რაციონში უნდა შედიოდეს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალური მარილი. ვიტამინები ორგანიზმის ბიოლოგიური კატალიზატორები არიან და ისინი ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ.

- რომელი პროდუქტებია ვიტამინების წყარო?

- ვიტამინების ძირითადი წყაროა მცენარეული საკვები, თუმცა მათ ცხოველური პროდუქტებიც შეიცავენ. ორსული ქალისა და ნაყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია A, A1, B1, B2, ჩ, D, E ვიტამინების მიღება.

A ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ღვიძლი, კარაქი, კვერცხის გული, სტაფილო, მწვანე ხახვი, სალათა, ჭარხალი, გარგარი და სხვა. B1 ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს შავი პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი, შვრიის, წიწიბურასა და ქერის ბურღული.
B2 ვიტამინის წყაროა რძე. ჩ ვიტამინია მანდარინში, ფორთოხალში, ლიმონში,  ვაშლში და სხვა. D ვიტამინს, ძირითადად, შეიცავს თევზის ქონი, კერცხის გული, ხიზილალა, რძის პროდუქტი, E ვიტამინს - მცენარეული ზეთი, სხვადასხვა მარცვლეული, ბოსტნეული და სხვა.

- ორსულმა მარილიანი საკვები უნდა მიიღოს თუ უმარილო?

- სუფრის მარილი დიდ როლს ასრულებს წყლის ცვლაში. მისი ნაკლებობა საკვებში ნივთიერებათა ცვლის მოშლის მიზეზი ხდება, ხოლო სიჭარბე - ორგანიზმში სითხის შეკავებასა და შეშუპებას იწვევს. ორსულობის პირველ ნახევარში ჯანმრთელი ქალი სუფრის მარილს ჩვეულებრივად იღებს, ანუ იმ რაოდენობით, რაც ორსულობამდე სჭირდებოდა მის ორგანიზმს. ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, ბოლო ორ თვეში, მარილის რაოდენობა უნდა შემცირდეს, რადგანაც ხელს უწყობს ჩქარ და ნორმაულურ მშობიარობას.

- სითხის მიღებასთან დაკავშირებით რა ურჩევდთ ორსულ ქალებს?

- ორსულმა სითხე დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღოს, რადგან შეშუპებას იწვევს. სითხის შეზღუდვა არ შეიძლება, როცა ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და მომავალი დედა წონაში სწრაფად არ იმატებს. გარდა ამისა, სითხის მიღება დამოკიდებულია არა მარტო ქალის წონასა და სიმაღლეზე, არამედ წელიწადის დროებზეც. საერთოდ, სასურველია, ორსულმა სვას ანადუღარი წყალი, სუსტი ჩაი, რძე, ხილისა და ბოსტნეულის წვენი. სასტიკად იკრძალება გაზიანი წყლისა და თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობით, ალკოჰოლიანი სასმელის მიღება.

- დღეში რამდენჯერ უნდა ჭამოს მომავალმა დედამ?

- დღეში ოთხჯერ მაინც უნდა მიიღოს საკვები, 4-5 საათის ინტერვალით, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს.

- რის გამო უფუჭდებათ კბილები ორსულებს?

- ნაყოფის ჩონჩხის ჩამოყალიბებას სჭირდება მინერალური მარილები. ორსულის რაციონში მათი ნაკლებობა ქალს კბილებს უფუჭებს - ემალი სიმაგრეს კარგავს და იშლება. დაზიანებულ კბილში ადვილად იჭრებიან მიკრობები. გარდა ამისა, კარიესულ კბილებში რჩება საკვების ნარჩენები, იხრწნება და მიკრობებს ასაზრდოებს. ისინი, შესაძლოა, სისხლსა და ლიმფაში გადავიდნენ და მშობიარობის შემდეგ მძიმე სეფსისური დაავადება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად ორსულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ხაჭო, ყველი, კვერცხის გული, იოგურტი და სხვა.

- როგორ უნდა ებრძოლოს მომავალი დედა ყაბზობას?

- ყაბზობის დროს ორსულმა უზმოზე უნდა მიირთვას ბოსტნეული, ხილი, მაწონი, კუჭის მოქმედებას ხელს უწყობს შავი პური.

- კუჭის ამშლელი საშუალებების გამოყენება თუ შეიძლება ორსულობის დროს?

- მიზანშეწონილი არ არის, თუნდაც მცენარეული პრეპარატის მიღება. ორსულმა ორის ულუფა არ უნდა ჭამოს. თუ იგი ფეხმძიმობამდე ნორმლურად იკვებებდა, ორსულობის პერიოდში ზედმეტი საკვების მიღება სულაც არ არის აუცილებელი.

“ქართული სიტყვა” 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker