Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ამერიკელი ჟურნალისტის სახე

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-02-26

დღეს ცნობილ ამერიკელ  ჟურნალისტ ქალზე    მოგითხრობთ,ვინც ვაშინგტონის პოლიტიკას 65წლის  მანძილზე აშუქებდა და შეერთებული შტატების ჟურნალისტიკის ისტორიაში ლეგენდარულ ფიგურად იქცა.    

ჰელენ თომასი 1920წელს ქალაქ ვინჩესტერში დაიბადა.მიუხედავად იმისა,რომ მისი მშობლები ლიბანიდან ჩამოსული ემიგრანტები იყვნენ,ოჯახმა ამერიკული კულტურა ძალზე მალე შეითვისა და ცხრავე შვილისთვის უმაღლესი განათლების მიცემა გადაწყვიტა.  

ჰელენ თომასი მშობლებს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს: 

„მიუხედავად იმისა,რომ   წერა-კითხვა  არცერთს შეეძლო,მიზნად ჰქონდათ დასახული მათ შვილებს უნივერსიტეტში ესწავლათ“.

ქალბატონმა თომასმა ჟურნალისტიკა დეტროიტში ვეინის უნივერსიტეტში ისწავლა.დამთავრების შემდეგ გაზეთ „Washinton Daily News”-ში ასლების გადამღებად დაიწყო მუშაობა.

1943წელს ჰელენი "United Press International"-ის საინფორმაციო სააგენტოში გადავიდა   და მას მერე 57წლის მანძილზე იქ მუშაობდა.

ქალბატონი თომასის თქმით, ჟურნალისტიკა ყოველთვის მისი მოწოდება იყო :  

„ისტორია ყოველთვის მიყვარდა,ამიტომაც მომწონდაპროფესია, რომელიც  მუდმივ   მოძრაობაში მამყოფებდა და ყოველდღიურად ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შემძენდა“

1961 წელს,პრეზიდენტი კენედის ადმინისტრაციის დროს,ჰელენ თომასი პირველი ქალი ჟურნალისტი გახდა ,ვინც  თეთრი სახლიდან  ინფორმაციების გაშუქება დაიწყო:

„არაჩვეულებრივი დრო იყო.კენედის ადმინისტრაცია ყველა ახალგაზარდას მომავლის რწმენასა და   მიზნების განხორციელების იმედს უსახავდა.თავად პრეზიდენტი   თითქოსდა აღსასრულის მოახლეობას გრძნობდა,  ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა...“

ჟურნალისტური კარიერის  მომდევნო 50წლის მანძილზე ჰელენ თომასს ამერიკის   ათ პრეზიდენტთან  მოუხდა მუშაობა.მათთან ერთად მან  მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა ,მაგრამ ყველაზე სამახსოვრო მაინც   1972 წელს პრეზიდენტ  რიჩარდ ნიქსონთან ერთად  ჩინეთში ისტორიული მოგზაურობა იყო:

„ჩინეთის ტურნე  საინტერესო  იმით იყო,რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა 20წლის მანძილზე დაძაბული გახლდათ. ყველა ჟურნალისტი ოცნებობდა ამ მოვლენას დასწრებოდა.ამიტომაც, რვა დღის მანძილზე განსაკუთრებული  სიამაყე დაგვეუფლა,რომ ვაშუქებდით ვიზიტს იმ ქვეყანაში,რომელიც  მსოფლიოსგან  ოცი წლის მანძილზე გარიყულად იდგა“

ჰელენ თომასი პოპულარული ჟურანლისტი იმითაც გახდა,რომ  პირდაპირი და   სხარტი შეკითხვების დასმა იცოდა.2006წელს თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს,თომასი ერთადერთი ჟურნალისტი იყო,ვინც ჯორჯ ბუშს ერაყის ომის   მიზეზის დასახელება მოსთხოვა:

              
„პრეზიდენტო ,იქიდან გამომდინარე,რომ  თქვენს მიერ   გავრცელებული არცერთი არგუმენტი სინამდვილეს არ შეეფერება და დღემდე ერაყში ათასობით ამერიკელი და ერაყელი მოქალაქე უმიზეზოდ იღუპება,გთხოვთ მიპასუხოთ:   რატომ გინდოდათ დაგეწყოთ  ომი ერაყში?

პრეზიდენტი ბუშის პასუხი კი ასეთი გახლდათ: „ქალბატონო თომას,მე თქვენს ჟურნალისტურ საქმაინობასა და დასმულ შეკითხვას   დიდ პატივს ვცემ ,მაგრამ უნდა გაგაწბილოთ და გიპასუხოთ,რომ მე ეს ომი   არასდროს  მინდოდა...

 
დღესდღეობით ჰელენ თომასი საპრეზიდენტო დელეგაციებთან ერთად აღარ მოგზაურობს,თუმცა  თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგებს ყოოველთვის ესწრება.ამიტომაც ადმინისტრაციის წევრებს მუდმივად უწევთ  ქალბატონი თომასის მხრიდან თავდასხმების მოგერიება.

2007წელს ჰელენ თომასის იერიშის სამიზნე  ჯორჯ ბუშის პრესმდივანი დანა პერინო გახდა.

„ქალბატონო ელენ,ჩვენ ვომობთ და თუ ამ ომში ვინმე  უდანაშაულოს სისხლი იღვრება- ამაზე  დიდ   წუხილს გამოვთქვამთ“

რაზეც თომასმა უპასუხა:

„თქვენი წუხილი მათ  აწი ვეღარ გააცოცხლებს’
დიდი მეიერსი, რომელიც ბილ კლინტონის დროს პრესმდივნად მუშაობდა ელენ თომას შემდეგნაირად იხსენებს:

 
„ქალბატონი თომასისთვის  ჟურნალისტური   საქმაინობა  მშრალი ფაქტების მაქსიმალურ  ასახვას  ნიშნავს.   მას ყოველთვის სურდა    ზუსტი  ინფორმაცია შეეგროვებინა და ამისთვის შეუპოვარ  და პირდაპირ ნაბიჯებს დგამდა.ამიტომაც ვთვლი,რომ იგი უდიდესი დონის პროფესიონალია“

 
თავად ჰელენ თომასი საკუთარ პროფესიონალიზმზე ღიმილით საუბრობს:


„ბევრი ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას,შეიძლება პირადად ჩემი  არ ეშინოდათ,მაგრამ ჩემი შეკითხვების მოსმენა გულზე ნამდვილად არ ეხატებოდათ“

90წლის  ჰელენ თომასი დღემდე მოქმედი ჟურნალისტია და გაზეთ "HEARST NEWSPAPER"-ისთვის სტატიებს წერს.  ამავე დროს რამოდენიმე ცნობილი წიგნის ავტორიცაა.

 
თეთრი სახლის ჟურნალიტის სახე-  ჰელენ თომასი    ნატრობს,რომ მისმა რესპოდენტებმა ოდესმე  კეთილად  მოიხსენიონ:         

„მემხოლოდ   მსურდა,რომ  მათგან   სიმართლე გამეგო, სიმართლე-რაგინდ მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო იგი“.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker