Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილი ქალების თვითდასაქმების პრობლემა დაბა შაუმიანში

ნონა სამხარაძე, მარნეული – დემოკრატ ქალთა საზოგადეობა
კატეგორია: პრესკლიპინგი 
2010-02-25

დაბა შაუმიანში დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები რუსეთ_საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში, ჯერ საბავშვო ბაღებში დასახლდნენ, საცხოვრებელი სახლების მოწყობის შემდეგ კი, მათ ცხოვრება დაბა შაუმიანში გააგრძელეს. დასახლება 230 ოჯახით შეივსო.

დღემდე ისინი ახალ საცხოვრებელ გარემოს ეგუებიან, როგორც დაზარალებულები აღნიშნავენ, გარემოს შეეგუენ, თუმცა ახლა ბრძოლა ლუკმა პურისთვის უწევთ.

 

იძულებით გადაადგილებულ პირებს თავზე ჭერი აქვთ, აუცილებელი ნივთებით დააკმაყოფილეს და ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადს არ იხდიან.

 

ზოგი მათგანი, განსაკუთრებით მამაკაცები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურის სამუშაოებში ჩაერთო და ყოველდღიური სარჩო იშოვა. დაახლოებით 30 ქალი შაუმიანის სკოლაში და საბავშვო ბაღში დასაქმდა.

 

როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ზრუნავენ. რამდენიმე დღეა მათ დასახმარებლად ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA)”, დევნილ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობადა ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისპროექტს, ჩატარდა რამდენიმე სათემო შეხვედრა, შეირჩნენ დევნილებისა და მასპინძელი თემისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წევრები, გამოვლინდა პრიორიტეტები და მიმდინარეობს ამ პრიორიტეტთაგან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევა.    

 

საგრანტო პროგრამა დევნილების დასაქმებას ითვალსწინებს. როგორც თავად დევნილებმა აღნიშნეს, შეიტანეს პროექტები: მეფუტკრეობის, მეღორეობის, მეფრინველეობის განვითარებაზე, მონაწილეობა მიიღეს ქალებმაც და დაფინანსებაში რამდენი ქალი მოხვდება, ერთ თვეში გახდება ცნობილი. თითო პროექტზე გათვალისწინებულია, დაახლოებით, 900 დოლარი.

 

მიუხედავად ამ პროექტებისა, დევნილების ყოველდღიური საზრუნავი, ლუკმა პურის შოვნა გახდა.

 

დღესდღეობით დაბა შაუმიანში 100 უმუშევარი ქალია. მათ შორის არიან მარტოხელები, არიან ისეთებიც, ვის ოჯახშიც ან არავინ მუშაობს, ან ერთი წევრი, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დასაქმდა და არასტაბილური, მაგრამ მცირე შემოსავალი მაინც აქვს.

 

დევნილი ქალები დიდი ლიახვის ხეობაში თავს შინა მეურნეობით ან მცირე ბიზნესის  წარმოებით ირჩენდნენ, ჰქონდათ პატარა მაღაზიები, საკონდიტროები, სადალაქოები, ჰყიდიდნენ რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველებს. შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოშენება მათ შაუმიანშიც სცადეს, მაგრამ მათთვის თავშესაფრები არ აქვთ. დევნილებს რამდენიმე თვის წინ 25 მეასედი სახნავ-სათესი მიწა დაურიგდათ, მაგრამ მოურწყველობის გამო, მათ მოსავალი ვერ აიღეს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გამოყოფილ მიწებზე სარწყავი არხები არასდროს  ყოფილა გაყვანილი და მიწები მოურწყველია, რადგან მთებზეა და იქ, სარწყავი წყალი არ ადის.

 

,,იმ მიწაზე ბალახი არ ამოდის და რამე გაიხარებს? სარწყავი აქ არ არის და სათოხი”,- აღნიშნავს დევნილი იზოლდა ხაჭაპურიძე.

 

დევნილ ქალებს თანხები არც მცირე ბიზნესის დასაწყებად აქვთ.

 

დაზარალებულები ყოველთვიურ დახმარებას დღემდე არ იღებენ, ფულს არასისტემურად ურიცხავენ საბანკო ანგარიშზე. როგორც იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნავენ, ერთხელ 108, ერთხელ კი 30 ლარი აიღეს. სისტემატურად მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებას იღებენ: ყოველთვიურად მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, ფქვილი და ლობიო.

 

პროდუქტების სიმცირე, უფულობა, უმუშევრობა და არა ჰიგიენური პირობები -  ეს, იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც შაუმიანში დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ ქალებს აწუხებთ, ამასთანავე, იძულებით გადაადგილებული პირებს არ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა და იღებენ არაადექვატურ სოციალურ დახმარებას.

 

დღეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს უმუშევრობის დაძლევა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა წარმოადგენს. ჯერ კიდევ 3 წლის წინ,Dდაიწყო დასაქმების ხეშემწყობი პროგრამები, იაფი კრედიტების გაცემა, პროფესიული გადამზადება, მოსახლეობის ჩართვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარე სამუშაოებში, აღდგა რამდენიმე საწარმო, მაგალითად, მარნეულის სასურსათო ქარხანა, სადაც სეზონზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული, ბევრი ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

 

აგვისტოს მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე დასაქმების პროგრამების განვითარებასაც შეუშალა ხელი, ამიტომ უმუშევრობა კვლავ პრობლემატური საკითხია.

 

ქართული კანონმდებლობის მიხედვით დევნილებს აქვთ ყველა ის უფლება, რაც საქართველოს სხვა მოქალაქეს, მათ შორის - უფლება აქვთ აირჩიონ საცხოვრებლად საქართველოს ნებისმიერი ადგილი. თანაბრად ისარგებლონ სოციალური დაცვის, ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო და სხვა პროგრამებით აქვთ უფლება გამოიჩინონ ეკონომიკური აქტიურობა და ისევე მიუწვდებოდეთ ხელი ეკონომიკურ რესურსებზე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. აქვთ უფლება, თანაბარი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საკითხთა საჯარო განხილვასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, თანაბრად ისარგებლონ აქტიური და პასიური ხმის დემოკრატიული უფლებებით.

 

საქართველოს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით სრულიად ვერ უზრუნველყობს მათ კეთილდღეობას და შესაძლებლობას, დევნილებს ხელი არ მიუწვდებათ საზოგადოებრივ სიკეთეებზე.

 

დაზარალებულები დღეს შემდეგი პრობლემების წინაშე დგანან:

არ აქვთ სახსრები დაიწყონ მცირე ბიზნესის წარმოება, მათ გამოთქვეს სურვილი საკონდიტროს, სადალაქოების ან ჯიხურების მოწყობის.

 

გაუჩნდათ დახმარებაზე დამოკიდებულების სინდრომი. ისინი მუდმივად ელოდებიან ვინ დაეხმარებათ, რამაც გამოიწვია მათი უინიციატივობა.

 

მიწები დაურიგეს, მაგრამ ვერ რწყავენ და მოსავალი ვერ მოჰყავთ. არ ფლობენ საჭირო უნარ¬_ჩვევებს, რომ დასაქმდნენ, არ იციან კომპიუტერული პოგრამები. ეკონომიკურ საკითხებში განიცდიან    ინფორმაციის ნაკლებობას და ვერ იღებენ არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებულ გრანტებში მონაწილეობას. არ აქვთ კავშირები დამსაქმებელ ორგანიზაციებთან.

 

არ იციან მარნეულში რა საწარმოები მუშაობს, სად შეიძლება დასაქმებისთვის მიაკითხონ. არ აქვთ სახსრები შინაური ცხოველების თავშესაფრების მოსაწყობად. საჭიროა დევნილი ქალების დასაქმება, ინფორმირება აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე და მიეცეთ შესაძლებლობა  გაზარდონ  შემოსავლები.

 

შაუმიანში მცხოვრები დევნილი ქალების თვითდასაქმების გაზრდას, კონკრეტული ამოცანაა საჭირო - 100 დაუსაქმებელ ქალში 30 დასაქმება, რომლის პარამეტრიც იქნება, 3 ოჯახზე ერთი დასაქმებული ქალი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობა ეცდება მოიძიოს თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2010 წლის ბიუჯეტის შემუშავება მიმდინარეობს, თანხების ვერ მოძიების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა იშუამდგომლებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. პროექტით მოხდება ადგილობრივი ბიზნესმენების დაინტერესება, რათა ფინანსურად ხელი შეუწყონ დაგეგმილ ღონისძიებებს და შესაძლებელია მარნეულში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

 

ქალთა შემოსავლების ზრდის შესაძლებლობის მისაღწევად წარმოდგენილია 3 ალტერნატივა - საზოგადოებრივ ეკონომიკური განათლების ცენტრის შექმნა დევნილი ქალებისთვის.

 

შინაური ცხოველების და ფრინველების თავშესაფრების მოწყობა - ქალებს აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ შინაური ცხოველების ან ფრინველების რაოდენობა და მიეცემათ შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა მცირე ბიზნესის წარმოება - ქალები გაზრდიან საკუთარ შემოსავლებს და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ ის ბიზნეს გეგმა, რომელშიც გამოცდილება აქვთ.

 

ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია თავშესაფრების მოსაწყობად თანხები გამოყოს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, მართალია, მხოლოდ 30 ქალია სამიზნე ჯგუფი, მაგრამ დაინერგება პრაქტიკა ადგილობრივ თვითმმართველობასა და დევნილებს შორის ურთიერთობის, ყოველწლიურად გათვალისწინებული იქნება დევნილი ქალების შემოსავლების ზრდისთვის ბიუჯეტში თანხის გამოყოფა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გამოყოფს თანხას მცირე ბიზნესის დასაფინანსებად, რადგან მისი პრიორიტეტი არ არის, ეს უფრო საერთაშორისო ორგანიზაციებს ან ადგილობრივ ბიზნესმენებს შეუძლიათ, შეიძლება არ გამოჩნდნენ პროექტის დამფინანსებელი ბიზნესმენები, თუმცა ეს საკითხი პრიორიტეტული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ეცდება დააინტერესოს ისინი.

 

რაც შეეხება ცენტრის მოწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია თავადაც დააფინანსოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით და დიდი შანსია, ჩართოს ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა შეიძლება დროში გაიწელოს დამფინანსებლების მოძიების პროცესი.

 

თავშესაფრების მოსაწყობად კი ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საფუძველზე შესაძლებელია თანხების გათვალისწინება, ეს თანხები არის საკუთარი შემოსავლებიდან, პროექტის დაფინანსება შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, თებერვალში, როდესაც 2010 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება.

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უპირატესი ალტერნატივაა შინაური ცხოველების და ფრინველების თავშესაფრების მოწყობა, ამისთვის თანხა გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან. აღნიშნული ალტერნატივა უფრო შესრულებადია, თავისუფლად შეიძლება გამოიყოს თანხები ბიუჯეტიდან და მისცეს 30 ქალს შესაძლებლობა მოამრავლონ შინაური ცხოველები თუ ფრინველები.

 

გაზაფხულზე ცნობილი იქნება ,,ქეა საერთაშორისო კავაკასიაშიმიერ დაფინანსებული პროექტები, უნდა მოხდეს ანალიზი, აღნიშნული 100 ქალიდან დასაქმებულთა სიაში რამდენი მოხდა და კონკურსი გამოცხადდეს მათთვის ვინც სიაში ვერ მოხვდება.ადილობრივ მთავრობას შეუძლია თანხები გაითვალისწინოს 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და თებერვალში დამტკიცდება.

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker