Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოციალური ქსელები – ქორწინების საფრთხე

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-02-12

უმრავლესობისთვის სოციალური ქსელი მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობის გამყარების საშუალებაა. მაგრამ საიტებს მეორე, უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდათ, – წერს გამოცემა The Daily Mail–ი.

ერთი ბრიტანული საადვოკატო კანტორის ცნობების თანახმად, თითქმის ყოველი მეხუთე წყვილი,რომელსაც განცხადება განქორწინების თაობაზე შემოაქვს, მიზეზად სოციალურ ქსელებს ასახელებს.

მარკ კინანმა, საადვოკატო ფირმის დირექტორმა განაცხადა: «ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ჩვენი კლიენტები უფრო ხშირად ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ინფორმაციამ იქონია, რომელიც პარტნიორებზე სოციალურ ქსელში მოიპოვეს. ამიტომ იმის გარკვევა დავიწყე, რამდენად გავრცელებულია ასეთი სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ სარჩელთა 20%–ი შეიცავდა ბმულებს Facebook–ზე. ყველაზე პოპულარულ მიზეზად ქსელურ მეგობრებთან სექსუალური ხასიათის საუბრები სახელდებოდა».

კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ინტერნეტი მეუღლებრივ ტყუილებს უწყობს ხელს, დაწყებული მსუბუქი ფლირტით და რეალური ღალატით დამთავრებული. ინტერნეტ–ინტრიგებმა ახალ ბიზნეს–მიმართულებას მისცა სტარტი – „ცუღლუტი“ მეუღლეების თვალთვალი ინტერნეტში.

იმისათვის, რომ ამხილონ, ქმრები და ცოლები არა მარტო ინტერნეტ–ჯაშუშების მომსახურებით  სარგებლობენ, არამედ დამატებით „აკაუნტებსაც“ ხსნიან, რათა საკუთარი ცოლები და ქმრები სხვისი სახელით აცდუნონ და ამით მათი ერთგულება შეამოწმონ.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker