Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ამერიკელმა ფოტოგრაფმა მერლინ მონროს უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-02-09

ამერიკაში მერლინ მონროს უცნობი ფოტოების მორიგი კოლექცია აღმოაჩინეს. ფოტოები, რომლებიც მსახიობს გარდაცვალებამდე 9 თვით ადრე გადაუღეს, გასაყიდად მისმა ავტორმა - ცნობილმა ფოტოგრაფმა, ლენ სტეკლერმა გამოფინა, იტყობინება სააგენტო ”Reuters”.

სტეკლერმა, რომელმაც უკვე 80 წელს მიაღწია, მერლინ მონრო 1961 წელს გადაიღო, როდესაც ის თავის მეგობარს, პოეტსა და პულიტცერის პრემიის ლაურეატს, კარლ სანდბერგს ესტუმრა. ფოტოებზე მსახიობი ძალიან ბედნიერი ჩანს, მოკლესახელოიან კაბასა და მზის სათვალეში იღიმის და მოხუც მსახიობს ხელს ართმევს.

იმ დღეს ფოტოგრაფი საერთოდ არ ელოდა მილიონობით მამაკაცის ოცნების ქალთან შეხვედრას. სტეკლერის თქმით, 83 წლის სანდბერგმა ის უბრალოდ გააფრთხილა, რომ მასთან სტუმარი მოვიდოდა. ”რამდენიმე საათის შემდეგ მე კარის გასაღებად გავემართე და იქ პირისპირ მერლინ მონროს შევხვდი. ის იმაზე უფრო მომხიბლავად გამოიყურებოდა, ვიდრე ეკრანზე”, - ჰყვება ლენი.

მერლინმა დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ სალონში ვარცხნილობას იკეთებდა, როდესაც სტეკლერი მოაგონდა. ფოტოსესიის შემდეგ მწერალი, მსახიობი და ფოტოგრაფი ვისკის მიირთმევდნენ.

იმ დღეს გადაღებული ყველა შავთეთრი ფოტო ფოტოგრაფმა გასაყიდად გამოფინა. მისი თქმით, მას აღარც კი ახსოვდა ამ ფოტოების შესახებ. თითოეული ფოტო მერლინ მონროს სილამაზის თავყვანისმცემლებს 2000-დან 4000 დოლარამდე დაუჯდებათ.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

წყარო


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker