Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეროვნულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2010-01-28

ეროვნულ მუზეუმში წიგნის ”ქართული დაზგური ფერწერა XVIII ს-ის II ნახევარი XX ს-ის 20-იანი წლები” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროსი კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა არსენიშვილი.

აღნიშნილი გამოცემა პირველი სამეცნიერო ნაშრომია, რომელშიც ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილური თავისებურებანი განსაზღვრულია ევროპულ - რუსულ ხელოვნებასთან მიმართებაში. ახალი ქართული ფერწერის შედარებითი განხილვა ევროპულ - რუსულ მხატვრობასთან ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში სპეციალური განხილვის საგანი ჯერ არ გამხდარა.
კვლევის შედეგმა ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზგური მხატვრობა ევროპულთან შედარებით დაგვიანებით, XVIII ს-ის II ნახევარში ყალიბდება, ქართული ფერწერა სტილური თვალსაზრისით თანადროულ ევროპული მხატვრობის ტრადიციებში ჯდება და ამავე დროს ეროვნული თავისებურებით ხასიათდება.
ნაშრომში განხილულია პირველი დაზგური სურათები პორტრეტის ჟანრში - მეფეთა და დიდებულთა წარმომადგენლები ე.წ. თბილისური პორტრეტული სკოლის ფერწერა, პროფესიონალი მხატვრები: გიორგი მაისურაძე, რომანოზ გველესიანი, ალექსანდრე ბერიძე, გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, მოსე თოიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი და მეორე თაობის მხატვართა შემოქმედება - დიმიტრი შევარდნაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი.
წიგნი ინგლისურ ენაზე ნიუ-იორკის უმსხვილესმა საგამომცემლო სახლმა ”Nოვა შციენცე Pუბლისჰერს” გამოსცა. 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker