გენდერული სიახლეები
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია
2024-09-30 15:40:52

“დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია. დღეს ინფორმაციის გადამოწმების უამრავი, სწრაფი გზა არსებობს. თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი და კიდევ ერთხელ, გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს, პირველ ყოვლისა, თავად ვიყოთ ინფორმირებულები, არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლები და შემდეგ, ხელი არ შევუწყოთ ყალბი ამბების გავრცელებას. მიზანმიმართულად მომზადებული ყალბი ამბების, რომლებიც დიდ გაველნას ახდენს საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და მნიშვნელოვნად აზიანებს ცალკეულ ინდივიდებს.

გენდერული დეზინფორმაცია ისეთი საინფორმაციო აქტივობაა, რომელიც თავს ესხმის ან ძირს უთხრის ადამიანებს მათი გენდერის საფუძველზე და იარაღად აქცევს გენდერთან დაკავშირებულ ნარატივებს პოლიტიკური, სოცუიალური თუ ეკონომიკური მიზნებისთვის. ასეთი დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვფევაში, ქალების წინააღმდეგ არის მიმართული და გენდერული სტერეოტიპებისა და მიზოგინიის საშუალებით ქალების შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას აღვივებს. ის საშიშია საზოგადოების თავისუფალი და დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან ქალთა უფლებების დაცვის სხვადასხვა საკითხზე ავრცელებს სექსისტური სიძულვილის ენით გაჯერებულ ინფორმაციას, ეწევა ფემინიზმის დემონიზაციას და მოითხოვს ქალთა უფლებების სფეროში მიღწეული შედეგების გადასინჯვას.

სოფოს  პროფესიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ გენდერული დეზინფორმაცია, დღეს, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ეხება სახვადასხვა გენდერულ იდენტობებს. მისივე თქმით, ჩვენს დროში, როცა ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი, დეზინფორმაციის არეალიც მარტივად იზრდება.

“განსაკუთრებით თვალშისაცემი ტრენდია, როდესაც ქალები მოღვაწეობენ ჯერ კიდევ კაცებით დომინირებულ სფეროებში - სპორტში, პოლიტიკაში და სხვა. სოციალურ ქსელებში არაერთი “ჰაიპ” თემა გვინახავს ბოლო წლებში, რომელიც კონკრეტულ ქალ ათლეტს, ქალ პოლიტიკოსს იღებდა სამიზნეში. ქალები ასეთ დროს იძულებულები ხდებიან საკუთარი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და ბრალდებებისკენ მიმართონ, ნაცვლად იმისა, რომ აკეთონ თავისი საქმე, მოიტანონ ცვლილებები.

რაც შეეხება დეზინფორმაციის წყაროებს, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე მომხმარებლები გაცილებით უფრო დამაჯერებლად ტყუიან. მათი ნათქვამის მიმართ ნდობაც უფრო მაღალია, რადგან მედია კვლევების მიხედვით, ადამიანები (ძირითადად ახალგაზრდები) უფრო უჯერებენ იმ წყაროებს, რომლებსაც იცნობენ, მათთან თავს აიდენტიფიცირებენ და ყოველდღიურად შედიან კომუნიკაციაში. 

მედიას კი უფრო რთული ამოცანა აქვს. ეს არის ორგანიზაცია, სადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ინფორმაციის გადამოწმება ხდება. თუმცა ხშირად ამბების ფორმულირებას იმგვარად ახდენენ, რომ მსხვერპლ ქალებზე არასწორ ინტერპრეტაციას უქმნიან საფუძველს. ხომ არ ღალატობდა? რა გახდა მკვლელობის მიზეზი? - რამდენჯერ მოგვისმენია ეს დისკურსი ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას? ამბის ასე გაშუქება კვებავს იმ დეზინფორმაციას რომელსაც შემდეგ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები აზიარებენ. “

ახლა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, გენდერული დეზინფორმაცია კი ხშირად თავს ესხმის და შეურაცხმყოფელ მესიჯებს ავრცელებს ქალი პოლიტიკოსების შესახებ, განსაკუთრებით ხშირია მათ მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენება. სოფოს  გენდერული დეზინფორმაციის შესახებ ამ კონტექსტშიც ვკითხეთ.

“გარდა იმისა, რომ მათ მიმართ სოციალურ ქსელებში არასდროს წყდება ტროლების მიერ ორკესტრირებული ბულინგი, ისინი ხდებიან პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან მანიპულაციური ინფორმაციის მსხვერპლი. მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე აქტუალურები ხდებიან თავისი ცოდნით ან საქმიანობით, ხშირად ვხედავთ მათ შესახებ დისკრედიტაციის მიზნით შექმნილ, სრულიად არარელევანტურ ინფორმაციას. სამწუხაროდ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ახლო წარსულში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სრულიად წარმოუდგენელი ტერორი მოეწყო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით. წინასაარჩევნო პერიოდში ამ გამოცდილებებით შევედით და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის. 

ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე კარგად ხვდება, რომ ასეთ დროს უარყოფითი პერსონაჟი არის არა ქალი, რომელიც სამიზნეშია ამოღებული, არამედ ის, ვინც სავარაუდოდ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს. გამოსავლის ძიებაში აქაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამდე მივდივართ, თან ეს უფრო მდგრად შედეგს იძლევა.”- ამბობს სოფო ინტერვიუში.

***

მასალა მომზადებულია  პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით და არ გამოხატავს ამ ორგანიზაციის მოსაზრებას.

ბოლო ამბები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად