გენდერული სიახლეები
ქალთა უუფლებობა და უფლებები
2024-09-13 13:59:00

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum), The Global Gender Gap 2024  ანგარიშით, რომელიც ოთხ კომპონენტს: ეკონომიკას, განათლებას, ჯანმრთელობას, პოლიტიკას მოიცავს, საქართველო მსოფლიოს 146 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის საერთო ინდექსით 69-ე ადგილზეა.


თუ აღნიშნულ მაჩვენებელს ათი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, გაუმჯობესებულია (2014 წელს,142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილზე იყო). საინტერესოა, რომ 2023 წელს განათლების მაჩვენებლით გენდერულ ჭრილში ქვეყანას საუკეთესო შედეგი ჰქონდა (1 ქულა ნიშნავს ყველაზე კარგ მაჩვენებელს), 2024 წელს კი, შედეგი გაუარესებულია. თუმცა, ყველაზე უარყოფითი ინდექსი პოლიტიკის კომპონენტში იკვეთება (88-ე ადგილი 146 ქვეყანას შორის; 94-ე ადგილი 2014 წელს 142 ქვეყანას შორის). შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა რომ „კაცის საქმეა და აქ ქალის ადგილი არ არის,“ დღესაც კი,  საქართველოში ერთ-ერთი მწვავედ გავრცელებული გენდერული დეზინფორმაციაა. ტელევიზია, „ინფლუენსერები,“ პოლიტიკოსები, საგანმანათლებლო რესურსებიც კი, ხელს უწყობს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაკნინებას და მათ სუსტ სქესად წარმოჩენას. 

საქართველო ჯერ კიდევ, 1994 წლიდან შეუერთდა კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მე-2 მუხლიც გულისხმობს: "მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა".

აქვე, თუ გავიხსენებთ მე-10 მუხლს, ”აღმოიფხვრას ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპული კონცეფციები...სასკოლო სახელმძღვანელოების და პროგრამების გადასინჯვის მეთოდების ადაპტაციის გზით“, სახელმწიფოს განთლების სისტემის გადახედვისკენ მოუწოდებს. მაგრამ პრობლემა არათუ აღმოფხვრის გზაზეა, არამედ, ბოლო ათი წლის განმავლობაში გადაჭრის გზებსაც კი, მინიმალური პროგრესი აქვს.  

მაგალითად, სტუდენტობის პერიოდიდან მახსენდება, მესამე კლასის ქართულის სახელმძღვანელოს კვლევა (2011 წლის გამოცემა) და გენდერული ანალიზი. სახელმძღვანელოს ყველა ავტორი ქალია. გენდერული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმძღვანელოში ტექსტების უმეტესობა კაცი ავტორების იყო.

რაოდენობრივი კუთხით, სახელმძღვანელოს ილუსტრაციებზე (ილუსტრატორი ქალია) სჭარბობდა მამრობითი  სქესი  – 69.5%, 

ხოლო თვისებრივ კონტექსტში, მამრობითი სქესს მორგებული ჰქონდა "ძლიერის  როლი,“ მდედრობით სქესს კი –
'სუსტის, ბავშვების მომვლელის როლი“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როდესაც სახელმძღვანელოს ტექსტებში მოქმედი პერსონაჟების სქესი არ შეინიშნებოდა, ილუსტრაციებზე პერსონაჟი გამოყვანილი იყო მამრობითი სქესის როლში, მათ შორის გაპიროვნებული ცხოველებიც (იხილეთ ილუსტრაციები). 
 
აღნიშნულ ილუსტრაციაზე ჭიანჭველა (სავარაუდოდ ქალია) მშრომელია, სარჩოს იმარაგებს ზამთრისთვის და მეორე ქალი - ჭრიჭინა ფაშფაშებს, ფარფატებს.  თითქოს გამოყვანილია ქარაფშუტა ქალად (პომადით, დაგრძელებული წამწამებით), რომელიც ქალი ილუსტრატორის მიერ ქალების მიმართ არაპირდაპირი ფორმით გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებად შეიძლება ჩაითვალოს. 


 

ზღარბი ილუსტრაციით გაპიროვნებულია მამაკაცის როლში 
  

სასწავლო ტექსტების გარდა, სავარჯიშოებშიც მამრობითი სქესის ილუსტრაცია სჭარბობს  

აღნიშნული ფაქტები გულისხმობს სკოლიდანვე გენდერული როლების მინიჭებას, არაპირდაპირი დისკრიმინაციის ფორმირებას, არღვევს ქალთა უფლებებს და ეწინააღმდეგება  ქალთა  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის  მე–10  მუხლს, აგრეთვე, ამზადებს ფსიქოლოგიურ საფუძველს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. 

ამავე წიგნის გენდერული გაანალიზება გავიმეორე შვიდი წლის შემდეგ (2018 წელი), გრიფი ჰქონდა მინიჭებული საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროს მიერ, ავტორები, სარედაქციო კოლეგია და შემოქმედებითი ჯგუფი 100% ქალი იყო, თუმცა პირველივე გვერდებზე იგივე პრობლემა შეინიშნებოდა, რაც წინა წლებში, მათ შორის ილუსტრაციების კუთხით. 

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, პოლიტიკის და განათლების გენდერულ ჭრილში ანალიზისას უამრავ პრობლემას ვაწყდებით. საყურადღებოა, რომ  ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტები წლების წინაც აქტუალური იყო და ახლაც, არსებულ პრობლემას გენდერული თანასწორობის კამპანიებითა და საზოგადოების ცნობიერების  ამაღლებით თუ შევებრძოლებით. დღესდღეობით  ქალთა  უფლებები არა მხოლოდ საზოგადოების, პოლიტიკოსების, თავად ქალების ან სკოლის სახელმძღვანელოების ქალი ავტორების მხრიდანაც კი არ არის დაცული, რაც სკოლიდანვე ამზადებს მოსწავლეს ფსიქოლოგიურად უთანასწორო და სტერეოტიპულ  გარემოში ცხოვრებისკენ.

შესაბამისად, აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება, რაც მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული და ქალთა მიმართ არაძალადობრივი, გენდერულად ნაკლებად დეზინფორმაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. 


გამოყენებული წყაროები: 

  • World Economic Forum https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2024.pdf ბოლო წვდომა 8.09.2024 
  • კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ www.matsne.gov.ge/ka/document/view/5691899?publication=0  ბოლო წვდომა 8.09.2024
  •  III კლასის ქართულის სახელმძღვანელო - მაღლაკელიძე, ნ; მაღლაკელიძე, ე; ყურაშვილი, ც. გამომცემლობა ”მერიდიანი”, თბ, 2011.
  • III კლასის ქართულის სახელმძღვანელო - მაღლაკელიძე, ნ; მაღლაკელიძე, ე; ყურაშვილი, ც. გამომცემლობა ”მერიდიანი”, თბ, 2018.

***

გამარჯვებული სტატია მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.

ნინო გელანტია
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად