გენდერული სიახლეები
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
2024-07-16 16:08:35

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით, მომდევნო 2.5 წლით უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო. მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეცოლას არჩევა მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ასევე მეორე ვადით უხელმძღვანელებს ევროკომისიას; ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელსაც მიმდინარე წლის ნოემბერში ანტონიო კოშტა შეცვლის; ასევე, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მეცოლას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპული მომავლის მიმართ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე არჩევანის ერთგულებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ველით შემდგომ თანამშრომლობას”. – დაწერა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად