კლაუდია შეიბაუმმა მექსიკის პრეზიდენტი გახდა. ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ხმის მისაცემად 98 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
BBC წერს, რომ მექსიკაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. მექსიკის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე არჩევნებში მონაწილე 38 კანდიდატია მოკლული.