პარლამენტმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.
3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს არ გამოაქვეყნებს, ის ხელმოსაწერად გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კანონს ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს.