საინტერესო
რუსთავში მიუსაფარი ცხოველებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2023-05-08 12:48:01

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობითა და ზოოფსიქოლოგ, გია მჭედლიშვილის ჩართულობით, რუსთავში მიუსაფარი ცხოველებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზოოფსიქოლოგისგან მოისმინეს, რა წესები უნდა დაიცვან ცხოველებთან, ძაღლებთან ურთიერთობისას, როგორ მოიქცნენ მიუსაფარ ცხოველებთან და რა შეცდომას უშვებენ თავიანთი ძაღლების აღზრდის პროცესში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო  როგორც ცხოველების უსაფრთხოების საკითხებს, ასევე მიუსაფარი ცხოველებისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს. 

ინფორმაციისთვის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით, ეს რიგით მეორე შეხვედრაა, რომელიც ცხოველების თემას ეხება, რადგან ამ მიმართულებით რეკომენდაციების ცოდნა და მიღება, გარკვეულწილად დაკავშირებულია ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებასთან.

ბოლო ამბები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა 

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად 
დარჩენისა და გაქცევის შიშს შორის მოქცეული უკრაინა - ანუ უკრაინიდან ლტოლვილი ქალების ისტორიები

ნატალია ვარაბეი უკრაინიდან ლტოლვილია, რომელიც ორ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად, საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა. მეგობარ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში, ოჯახზე ზრუნვა სრულიად მარტოს უწევს

სრულად 
საქართველოში მასწავლებლების 88%-ზე მეტი ქალია

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) საქართველოში მასწავლებელთა მახასიათებლების შესახებ ანალიტიკური ბიულეტინი გამოაქვეყნა

სრულად