მოვლენები
სტეფანია კულაევა: "ამ კანონების შესრულების თუ არ შესრულების შედეგი ყოველთვის ერთი იქნება - სამოქალაქო საზოგადოების განადგურება"
2023-03-22 17:37:00

2012 წელს რუსეთის ფედერაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში დაინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური აგენტების“ ფორმულირებით უნდა გაევლოთ რეგისტრაცია. მაშინ, როგორც ანტიდისკრიმინაციული ცენტრის, „მემორიალის“ (იმ დროს ჩვენი ორგანიზაცია სანკტ-პეტერბურგში მდებარეობდა და საქველმოქმედო კერძო დაწესებულება იყო.) ექსპერტი, სწორედ ამ კანონში ასახული ცვლილებების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე გამომსვლელის სტატუსით მიმიწვიეს.

ჯერ კიდევ მაშინ, ძალიან ცალსახა პოზიცია მქონდა ამ კანონთან დაკავშირებით - არ შეიძლება ამ მიუღებელი მოთხოვნების შესრულება, არ შეიძლება საკუთარი თავების დაიარლიყება და „უცხოურ აგენტებად“ შერაცხვა.

კანონში ცვლილებები ძალიან სწრაფად შეიტანეს. მისი ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვეში კი, "მემორიალის“ შესამოწმებლად მოვიდნენ. ვინაიდან ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც კანონის მიღების შემდგომ განხორციელდა, ამ ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სასამართლომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მისივე ნებით „მემორიალის“ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეტანა დაავალდებულა (მოგვიანებით კანონი ისევ შეიცვალა, - იუსტიციის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ უკვე ერთპიროვნულად, ორგანიზაციებთან შეთანხმების გარეშე დაერეგისტრირებინა ისინი „უცხოურ აგენტებად“, თუმცა 2013 წელს ჯერ კიდევ არ ხდებოდა ასე). ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ჩვენი ორგანიზაციის პოზიციასთან შეუთავსებლად მივიჩნიეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება "მემორიალის" რუსეთის ფედერაციაში ლიკვიდაციის შესახებ. შემდგომ, უკვე 2013 წელს დავარეგისტრირეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევროკავშირში (ბრიუსელში), სადაც დღემდე განვაგრძობთ მუშაობას. ADC "მემორიალი" არასდროს ყოფილა „უცხოური აგენტების“ სიაში და შესაბამისად, ჩვენს არცერთ პუბლიკაციას ასეთი დამამცირებელი წარწერა არ დართვია თან. 

მოგვიანებით, „უცხოური აგენტის“ შესახებ კანონი სხვა ნორმატიულ აქტებსაც შეეხო - გამოჩნდნენ „უცხოური აგენტი მედია საშუალებები“, "უცხოური აგენტი ფიზიკური პირები“ (ანუ ცალკეული პიროვნებები) და ა.შ. საზოგადოება აღნიშნულ კანონმდებლობას შეეგუა და შესაბამისი მოთხოვნებსაც ასრულბდა; ხალხმა ყველა პუბლიკაციის და მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარების მარკირებაც კი დაიწყო სათანადო ნარატიული აღწერილობით - „უცხოური აგენტი“.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები აქ არ დასრულებულა, კანონი უფრო და უფრო მკაცრდებოდა. თუკი თავიდან კოლეგები წვრილი შრიფტით წერდნენ მათი "სტატუსის" შესახებ და იქვე უთითებნენ „არ ვეთანხმები“, „გავასაჩივრებთ“, რაღაც მომენტში სახელმწიფომ ამ პროტესტს მკაფიო მოთხოვნები დაუპირისპირა. აუცილებელი კრიტერიუმები თავად იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა:  შრიფტი - CAPSLOCK, შესამჩნევ ადგილას მისი განთავსება თითოეული პოსტის ქვეშ მისი შესამჩნევ ადგილას განთავსება და მკაფიო ნარატიული ფორმულირება.

თითქმის ყველა მედია საშუალება დაემორჩილა ამ მოთხოვნებს. მათ არამარტო საკუთარი თავების, არამედ თითოეული პუბლიკაციის გმირის დაიარლიყებაც დაევალათ, თუკი ის “უცხოური აგენტი“ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ „აგენტების“ რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა, მათი კონტროლიც რთულდებოდა. სახელმწიფომ დააწესა მკაცრი ჯარიმები - ყოველი უმნიშვნელო შეცდომისთვისაც კი სასტიკად ჯარიმდებიან, მათ შორის საკმაოდ ლოიალური ჟურნალების რედაქტორებიც კი. თუ ვინმეს ჯარიმის გადახდა დაავიწყდება, შეიძლება ქონებაც კი დაუყადაღონ. 

რაც უფრო მეტად  ცდილობდა საზოგადოება ამ ყველა ნორმის დაცვას, მით უფრო უიმედო ხდებოდა მდგომარეობა

სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიები რუსეთში, 10 წლის წინ, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებებით დაიწყო. წელს კი, ყოველივე ზემოთ აღნიშნულს,  უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე ისეთი გიგანტების სრული განადგურება მოჰყვა, როგორებიცაა: „მემორიალი“, „სახაროვის ცენტრი“, ცენტრი "სოვა“ (მისი ლიკვიდაცია ახლა მიმდინარეობს).

სამოქალაქო საზოგადოებას არც პუბლიკაციების შესაბამისმა მარკირების წესის დაცვამ, არც მუდმივი ფინანსური ანგარიშების წერამ და არც ამ კანონის თანდმევი ყველა სხვა მოთხოვნის შესრულებამ უშველეს. ჩვენს რუსეთში დარჩენილ კოლეგებს, ახლა სხვადასხვა აბსურდულ საკითხებში ადანაშაულებენ. მაგალითად, ისიც კი მოიფიქრეს, რომ ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "მემორიალს" ბრალი "ნაციზმის რეაბილიტაციაში" დასდეს.

ორგანიზაცია „სოვა“, რომელიც წლებია ქსენოფობიას ებრძვის, დამნაშავედ მხოლოდ იმისთვის ცნეს, რომ  ეუთოს მიერ გამართულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ანუ „რეგისტრაციის რეგიონის გარეთ მოქმედებაში“ დაადანაშაულეს.

რეპრესიული კანონების აღსრულებით რეპრესიებს ვერ გაექცევი! მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კანონები საერთოდ არ მივიღოთ, რადგან შემდეგ უკვე გვიანი იქნება.

ამ კანონების შესრულების თუ არ შესრულების შედეგი ყოველთვის ერთი იქნება - სამოქალაქო საზოგადოების  განადგურება. 

ვულოცავთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. თქვენ შეძელით თქვენი უფლებების დაცვა და არ დაუშვით ამ რეპრესიული კანონის მიღება!

გვსურს, რომ კვლავაც დარჩეთ თავისუფლები!

სტეფანია კულაევა
ანტიდისკრიმინაციული ცენტრი "მემორიალი"

 

ბოლო ამბები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად