გენდერული სიახლეები
ახალგაზრდა ქალების გაძლიერება მათი ლიდერებად და მშვიდობის ელჩებად ჩამოყალიბებისთვის
2023-03-16 16:02:47

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის 7-8 მარტს ეუთოს (OSCE) ორგანიზებით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: "ახალგაზრდა ქალების გაძლიერება მათი ლიდერებად და მშვიდობის ელჩებად ჩამოყალიბებისთვის" .

ღონისძიების ინიციატორი ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდტი გახლდათ. მან ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში წამოიწყო ლიდერი ქალების და მათ შორის, მშვიდობის მშენებელი ქალებისთვის ქსელური პლატფორმის,  WIN Project-ის ფორმირება. ეს ინოვაციური პროექტი ქალების დაკავშირებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა ადგილობრივი და საერთაშორისო დონეების ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.

სამუშაო შეხვედრები სწორედ ამ ინოვაციური პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მის მიზანს ახალგაზრდა აქტივისტების პოტენციალის განვითარება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება წარმოადგენდა.

ღონისძიებას გამორჩეული მშვიდობის მშენებელი ქალები და გოგოები დაესწრნენ ეუთოს რეგიონიდან და ავღანეთიდან. მათ შორის, იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდის წევრი, პროექტის „Women, Peace and Security“ უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი, ანა ნემსაძე.

პროგრამა მოიცავდა სესიებს ეუთოს თანამშრომლებთან, რომლის ფარგლებშიც დამსწრეები ეუთოს საქმიანობასა და მიმართულებებს გაეცნენ. 

სამუშაო შეხვედრებზე ხაზი გაესვა ახალგაზრდა ქალების საკვანძო როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში და მათი კონტრიბუციის ხილვადობის გაზრდას. ამასთან, აღინიშნული ღონისძიება დამსწრეებისთვის ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა ეუთოსთვის რეკომენდაციების გასაჟღერებლად. დასასრულს, მათ გააზიარეს გამოცდილება და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს დაეთმო 5 წუთი მოხსენებისათვის და პირველი გამომსვლელი იყო საქართველოს წარმომადგენელი. ანამ ისაუბრა, როგორც ქსც-ს საქმიანობის, კარგი პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე ახალგაზრდა ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:

„ის საუკეთესო პრაქტიკების მაგალითები, რომელთაც მე დღეს გიზიარებთ, ამავდროულად კარგად წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ქალები და ახალგაზრდები დგანან: რესურსების ნაკლებობა, განათლებაზე წვდომა და სხვა.
ჩვენ გვჭირდება მეტი მდგრადი განვითარების პროექტი, რათა უზრუნველვყოთ უკეთესი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებისთვის.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენი მიღწევები, პოზიტიური გამოხმაურებები და ქალების ღიმილიანი სახეები ყველაზე დიდი ძალაა ჩემთვის. ეს ყოველივე მაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდე.  მთელი გულით მჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ. ჩემი მისიაა თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ და თუ ეს გამომოვა, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“

მნიშვნელოვანია, რომ ანამ სწორად გამოიყენა დათმობილი პლატფორმა და საქართველოში განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა. ხაზი გაუსვა თუ როგორ იბრძოდა მისი ქვეყანა ევროპული ღირებულებებისთვის. (იგულისხმება საპროტესტო აქციებიმ, რომლებიც „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შესაძლო მიღებამ გამოიწვია). 

„კანონპროექტი აგენტების შესახებ, გვიკარგავს იმ პროგრესს, რომელიც დიდი შრომით მოვიპოვეთ ადამიანის უფლებების სფეროს მიმართულებით“ -განაცხადა მან.

„როგორც ფემინისტი აქტივისტი და ახალგაზრდა მშვიდობისმოყვარე ადამიანი, ვითხოვ თქვენს მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ განვითარებული მოვლენები არ იქნება ზიანის მომტანი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი, ქალებისთვის, ვინც ნამდვილად არიან პოზიტიური ცვლილებების უმთავრესი აქტორები!
ბოლოს და ბოლოს - ქალებს შეუძლიათ! ქალების მოქმედება! ქალები იცვლებიან!“

 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად