მოვლენები
თუკი ქართული სამოქალაქო სექტორი დასუსტდება და ვერ უზრუნველყოფს მსგავს ღონისძიებებს, ვერ განვითარდება სამშვიდობო საქმიანობა
2023-03-13 15:04:35

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ-პროექტი, რომლის თანახმადაც „უცხოური ძალის“ იარლიყს დაექვემდებარებიან არასამეწარმეო იურიდიული პირები, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავალი 20%-ზე მეტია, ამ ეტაპზე, საბედნიეროდ ჩავარდა.

თუმცა ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩნდება კითხვები აღნიშნული კანონის ავ-კარგიანობის შესახებ, ვაგრძელებთ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი უცხოელი კოლეგები,  მათ გამოცდილებას გვიზიარებენ. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანში და მისი შედეგები ცალსახაა. შესაბამისად, გთავაზობთ, აზერბაიჯანელი კოლეგის, ქალთა პრობლემების კვლევის კავშირის - ქალთა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საჯიდა აბდულვაჰაბოვას კომენტარს. 

„2014 წელს აზერბაიჯანში გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდათ უცხოური ფონდებიდან გრანტების მოპოვება. ამ კანონის თანახმად, უცხოურ ფონდებს მხოლოდ მაშინ აქვთ საგრანტო ხელშეკრულების დადების უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუკი მათ  წარმომადგენლობა ჰყავთ აზერბაიჯანში. მსგავმა მიდგომამ გამოიწვია, ის, რომ დღეს აზერბაიჯანში ასეთი ფონდები არ არსებობს. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისი საქმიანობის განხორციელება. 

თუ აღნიშული კანონი თქვენს ქვეყანაშიც მიიღეს, ის აზერბაიჯანულ სამოქალაქო სექტორზეც იმოქმედებს, რადგან სამშვიდობო ღონისძიებებში, რომელსაც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ, ჩვენ და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც ვიღებთ მონაწილეობას. თუკი ქართული სამოქალაქო სექტორი დასუსტდება და ვერ უზრუნველყოფს მსგავს ღონისძიებებს, ვერ განვითარდება სამშვიდობო საქმიანობა. მის გარეშე კი, ნდობის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში შეუძლებელი გახდება.“


 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად