გენდერული სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ზუგდიდში ორდღიანი ტრენინგი „ადამიანის უსაფრთხოება“ გამართა
2023-02-20 16:27:54

2023 წლის 19-20 თებერვალს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ქალთა ეროვნულ ლიგასთან პარტნიორობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კრიზისული სიტუაციების დროს არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტური მართვის შესახებ ორდღიანი ტრენინგი, „ადამიანის უსაფრთხოება“ ჩატარდა.

ტრენინგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მიზანს სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი, ანა ნემსაძე. შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებლი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ასისტენტი, ციცინო შენგელია. მან სამოქალაქო თავდაცვის შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტრენინგს ქალთა ეროვნული ლიგის სერტიფიცირებული  ტრენერები უძღვებოდნენ.

ტრენინგ-სესიის ფარგლებში საუბარი ისეთ თემებს შეეხო, როგორიცაა: ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფები, ომი, ევაკუაციის გეგმის შედგენა, მომზადების პერიოდები, სამაშველო ჩანთის სწორად აწყობა, 112-თან კომუნიკაცია, პირველადი დახმარება და პირადი უსაფრთხოება, პირველადი დიაგნოსტიკა  და ა.შ. თეორიულ ნაწილის გარდა, თითოეული სესიის დასკვნით ნაწილში მოდულის შესაბამისი პრაქტიკული კომპონენტები იყო ინტეგრირებული. მონაწილეებმა შეასრულეს თემატური სიმულაციური სავარჯიშოები, მათ შორის, მულაჟების გამოყენებით. ამასთან, განიხილეს სხვადასხვა ქეისები.

სამუშაო შეხვედრები მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობით, ინტერაქციულ  რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრეებმა თითოეული მოდულის გარშემო თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება გააზიარეს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს არმიის სამხედრო-სამოქალაქო სექტორის მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, ზუგდიდის ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფი და ადგილობრივი თემის აქტიური ლიდერი ქალები.

ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, თან დროულიც მიმდინარე მოვლენების ფონზე. ორგანიზაციის ნაწილში, ლოჯისტიკის თუ დროის მენეჯმენტის ნაწილში ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. შინაარსობრივად - ძალიან აქტუალური საკითხები მიმოვიხილეთ და ჯგუფიც ინტერაქტიული იყო. მონაწილეები დიდ ინტერესს ავლენდნენ, აქტიურად სვამდნენ კითხვებს და აზიარებდნენ პირად გამოცდილებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის მნიშვნელობას. პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც გაიარეს ქალებმა ძალიან საჭირო და ღირებულია, რადგან ყოველდღიურობაში ყველა შეიძლება დავდგეთ განხილული საფრთხეების წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაცია გასაგებ ენაზე იყო მოწოდებული, პრაქტიკული ელემენტები კი, ამ პროცესს უფრო სახალისოს და შემოქმედებითს ხდიდა“ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ასისტენტმა ციცინო შენგელიამ.

პროექტის შესახებ: ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) პროექტს UN Women-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად