გენდერული სიახლეები
CEDAW კომიტეტის 84-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის ანგარიში განიხილება
2023-02-08 15:46:10

CEDAW კომიტეტის 84-ე სესიაზე, ამ დროისთვის, საქართველოს მთავრობის ანგარიში განიხილება. საქართველოს ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა წარადგინა. საქართველოს წარმომადგენლობაში არიან პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე; ადამიანის უფლებათა უწყებათშორისი საბჭოს  და პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვა წევრები. 

სესიაზე ზეპირი მოხსენებით წარდგა, სახალხო დამცველის აპარატიდან, ომბუდსმენის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე. დღევანდელ სესიას  ადგილზე ესწრებიან ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ქსც-ს დირექტორი, ელენე რუსეცკაია. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ცვლილებები კვოტირების კანონში ქალთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციების გარეშე, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის გაძლიერება და დახვეწა, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შესახებ უფრო ყოვლისმომცველი კანონის მიღება, მოწყვლადი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა,  გენდერული სტატისტიკა, ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე -  ამ და სხვა საკითხებზე დაუსვეს კითხვები კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. 

ამასთან, კომიტეტის წევრებს კითხვები ჰქონდათ თუ როგორია სახელმწიფოს ხედვა  ტრეფიკინგისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების შესახებ, მათ შორის სუროგაციის საერთაშორისო კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ინსტრუმენტი? კითხვები იყო, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ახალი სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშრებით. კომიტეტი დაინტერესდა რამდენი ტრეფიკინგის საქმე დარეგისტრირდა და რამდენი სასამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, როგორ იქნებოდა აღნიშნულის შესახებ 5 წლის სტატისტიკა. ტრეფიკინგთან ბრძოლის ნაწილში, კომიტეტი დაინტერესდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აქცენტი გაკეთდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გოგოებისთვის სპეციალურად გათვლილი სერვისების შექმნაზე. ასევე, კითხვები დაისვა ტრეფიკინგის მსხვერპლების ხელშემწყობი პროგრამების არსებობასა და მსხვერპლების ინტეგრაციის შესახებ არსებულ მექანიზმებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.

სესიის მეორე ნაწილი კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
მე დედა ვარ

კი, ბედნიერი დედა ვარ, ალბათ, ბედნიერი ცოლიც, მაგრამ განა ბედნიერი ქალიც მეთქმის, ნეტა?

სრულად 
რა კავშირი აქვს საბჭოთა პერიოდის 8 მარტს დღევანდელობასთან და ე.წ. „აგენტების კანონთან“?

საბჭოთა პერიოდის და პროპაგანდის გავლენებში მოქცეული პოლიტიკოსებისთვის ქალების/დედების და ახალგაზრდების განვითარება მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტეს გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ერთი მხრივ, განვითარების  გზებს გადაკეტავდა, მეორე მხრივ, კრიტიკული აზრის არსებობას დაასრულებდა

სრულად