გენდერული ძალადობა
დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახში ძალადობა მეორე ადგილზეა
2023-02-02 11:31:58

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 54 435 დანაშაულიდან,  4 106 ოჯახში ძალადობის შემთხვევებს უკავშირდება. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩადენილი ყველაზე მეტი დანაშაული ქურდობაზე მოდის, ოჯახში ძალადობის შემთხვევებს კი სტატისტიკით, მეორე ადგილი უკავია. უწყების მონაცემების თანახმად, პოლიციამ ოჯახში ძალადობის აღრიცხული 4 106 ფაქტიდან, 3 586 საქმე გახსნა.   

გასულ წელსვე აღირიცხა მუქარის 3 699 შემთხვევა, რომელთაგან 3 180 საქმეა გახსნილი.  ამასთან, 2022 წელს დაფიქსირდა გაუპატიურების 176 შემთხვევა, გაიხსნა 123.  "ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21."

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს.

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერები დუმილისთვის საბჭოს აკრიტიკებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერი წევრები საბჭოში შემავალ ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ თათია სამხარაძისა და სხვა ქალების შევიწროების საქმეზე დუმილის გამო

სრულად 
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, წინ უსწრებდა ქალის - თათია სამხარაძის თხოვნა მის მიმართ, გამოხმაურებოდა მასზე ზეწოლას

სრულად 
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ

სრულად