ვიდეო მასალები
ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის
2023-01-16 12:31:40

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული კვლევის და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ცვლილებების განხორციელების გეგმების შემუშავების პროცესი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ახალი სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს, რომელშიც #1325 რეზოლუციის ელემენტები ასახეს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონსულტანტის რეკომენდაციების საფუძველზე.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტს ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia-ს მხარდაჭერით ახორციელებს.

***

ვიდეო მამზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების  დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ.

მასალა მომზადდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით. მისი შინაარში წარმოადგენს ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოსაზრებას.
 

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
 ყველა ვიდეო
  1 2 3 4