გენდერული სიახლეები
Baby shower - ქართულად
2022-12-12 13:17:57

შენ გოგო გინდა თუ ბიჭი?- ეს კითხვა დავსვი და უცბად ვიგრძენი მთელი ამ შეკითხვის სიმძიმე.

რას ნიშნავს გოგო მიდნა და ბიჭი არა, ან ბიჭი მინდა და გოგო არა. რით ვთრგუნავთ ახალი სიცოცხლის მოლოდინის სიხარულს?

პირველი სერია:

ემოციური დღეა. ყველა ბედნიერია. ყველაფერი ბრჭყვიალა, წინასწარ დაგეგმილი. მეგობრები, მშობლები, ნათესავები, მეზობლები ელოდებიან გოგო გეყოლება თუ ბიჭი. წინასწარ მომზადებულ დეკორაციებთან ფოტოებს იღებენ მოწვეული სტუმრები, დღის ბოლოს სოციალური ქსელები აჭრელდება ფოტოებით და მოლოცვებით. ერთ-ერთი სტუმარი ვიდეოს იღებს, ყველა სტუმარს ეკითხება გოგოს მოლოდინი აქვს თუ ბიჭის.

მოლოდინები როგორ ნაწილდება? დიახ, როგორც თქვენ ფიქრობთ.

"მთავარია ჯანმრთელი იყოს" - ბებო ჩუმად იძახის.

მეორე სერია:

დიდი შავი ბუშტი, რომელზეც კითხვის ნიშანია გამოსახული, გახეთქეს გულის ფანცქალითა და ემოციებით- გოგოა. მამა იღიმის -  შემდეგი ხომ იქნება ბიჭი? დედა ბედნიერია, თუმცა შორიდან ჩაესმის ხმები. ჯერ პირველი ბავშვის მოლოდინშია და უკვე მეორე ორსულობაზე საუბრობენ. მამის ძმაკაცები ღლაბუცობენ, იცინიან, ულოცავენ, მაგრამ თან "საღადაო თემა’’ მიეცათ. ჩემი ბიჭი დაიცავს, "არ ინერვიულო შენ"- მიაძახა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მამას. გაიცინა ყველამ.

გოგოს მეგობრები ხტიან, უხარიათ და უკვე ბჭობენ, როგორ გამოპრანჭავენ პატარა გოგოშკას...

ახლა გოგოს სქესის აღმნიშვნელ დეკორაციებთან მხოლოდ გოგონები იღებენ ფოტოებს.

გულის სიღრმეში შეიძლება მამასაც ძალიან უხარია, რომ გოგოს მამა გახდება, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ იქნება მისაღები დამსწრე საზოგადოებისთვის.

ბაბუა ნერვიულობს "გვარის გამგრძელებელი" რომ არ ჰყავს, მაგრამ თან გულს იმშვიდებს, რომ სამაგიეროდ გოგო თბილი იქნება და მოეფერება სიბერეში.

ბებია ჩუმად ზის და მილოცვებს იღებს...

მე ვფიქრობ, ნეტავ, რომ გაიზრდება ჯერ არ დაბადებული გოგო, რას მოუყვებიან ამ დღესთან დაკავშირებით?

ვის გაუხარდა და ვის არა, მაგრამ ფაქტია, რომ გოგო დაიბადება! მაგრამ რას ამბობენ ნეტა იმ გოგოებზე, რომლებიც ვერ მივიდნენ Baby shower-მდე და ე.წ ექოსკოპიის შემდეგ გაქრნენ?

რამხელა სევდაა დიდი სიხარულის უკან.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

ნინო აბულაძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად