გენდერული ძალადობა
ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო
2022-12-05 12:27:25

ირანული მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორალის პოლიცია გაუქმდება.

"მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან". - თქვა გენერალურმა პროკურორმა, მედიის ინფორმაციით.

თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებილი კონტექსტით.

გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განმარტეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება "ზნეობრივი" დანაშაულებისთვის გაგრძელდება.

სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა. იგი დააკავეს ჰიჯაბის არ ტარების გამო. მესამე თვეა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. 

ორთვენახევრიანი პროტესტის შემდეგ ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს გადახედავს

მანამდე, ირანის გენერალური პროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო გეგმავს, გადახედოს კანონს, რომელიც ქალებს თავის დაფარვას ავალდებულებს. ორთვენახევრიანი პროტესტის დაწყების მიზეზი სწორედ ამ კანონით დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებაა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალმა ამ კვირაში, პირველად განაცხადა, რომ ამინის გარდაცვალების შემდეგ არეულობებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ირანში ადამიანის უფლებები კი იუწყება, რომ "უსაფრთხოების ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს" სულ მცირე 448 ადამიანი მოკლული. გაეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დარბევისას დააკავეს 14 000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ირანი დასავლეთის ქვეყნებს არეულობის ორკესტრირებასა და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სეპარატისტული ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.

მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად